ავტორი:

"რამდენჯერ გიტირია იმის გამო, რომ წამიგია? რამდენი დედაა ასე?" - პროცესზე ლევან ზურაბაშვილმა დედას მიმართა

"რამდენჯერ გიტირია იმის გამო, რომ წამიგია? რამდენი დედაა ასე?" - პროცესზე ლევან ზურაბაშვილმა დედას მიმართა

რამდენჯერ გიტირია იმის გამო, რომ წამიგია და რამდენი დედაა ასე? - ამ სიტყვებით მიმართა დედას წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელმა ლევან ზურაბაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე. ბრალდებულს სხდომის დაწყებამდე დედამ სთხოვა, ჩუმად ყოფილიყო.

"დედა ხომ გინდა ცოცხალი გყავდეს", - ამ სიტყვებით მიმართა ზურაბაშვილს დედამ.

"ხვალ, ზეგ აღარ გვექნება საქართველო, თუ ხმა არავინ ამოიღო. რამდენჯერ გიტირია იმის გამო, რომ წამიგია და რამდენი დედაა ასე?"- განაცხადა ზურაბაშვილმა.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ ლევან ზურაბაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

ცნობისთვის, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 31 წლის ლევან ზურაბაშვილი შეიჭრა და 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელთან სამართალდამცავების მიერ რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა. ზურაბაშვილს საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას. ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს.

"მარგოშვილი შინ მიბრუნებულა და ძმისთვის უთქვამს, - იბო მოვკალიო" - სასტიკი მკვლელობა პანკისის ხეობაში, ბრალდებულს ჯერ კიდევ ეძებენ

"დაზარალებულებმა განაცხადეს, რომ ლევანის მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვთ" - რას ითხოვს მიკროსაფინანსოზე თავდასხმაში ბრალდებული ლევან ზურაბაშვილი?

კასპში, ორი პირის მძევლად აყვანაში ბრალდებული გიორგი მენაბდიშვილი შიმშილობს და მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს