ავტორი:

სომხეთი აზერბაიჯანს 120-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს გადასცემს, თურქეთი და რუსეთი კი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თურქი სამხედროების პოსტის განთავსებაზე ვერ თანხმდებიან

სომხეთი აზერბაიჯანს 120-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს გადასცემს, თურქეთი და რუსეთი კი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თურქი სამხედროების პოსტის განთავსებაზე ვერ თანხმდებიან

სომხეთი აზერბაიჯანს 120-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს გადასცემს, - ინფორმაციას სომხური მედია, ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოქვეყნებული სიის მიხედვით, აზერბაიჯანს ლაჩინის რაიონში 52, მარტაკერტში 8, შაუმიანში 16, გადრუთში 29, შუშის რაიონში 2, ასეკერანში 8 და მარტუნის რაიონში 8 დასახლებული პუნქტი გადაეცემა.

პარალელურად, თურქეთი და რუსეთი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თურქი სამხედროების სადამკვირვებლო პოსტის განთავსებაზე ვერ თანხმდებიან - ამ ინფორმაციას Reuters-ი თურქ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის ვინაობაც არ საჯაროვდება.

გამოცემის ცნობით, ოფიციალურ ანკარას სურს აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე დამოუკიდებელი საგუშაგო გახსნას, რასთან დაკავშირებითაც რუსეთთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

ანონიმური წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, მოსკოვში გაგრძელდება.

მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთი მიიჩნევს, რომ ერთობლივი ცენტრისგან დამოუკიდებლად თურქეთის მიერ სადამკვირვებლო პოსტის განთავსება საჭირო არ არის.

შეგახსენებთ, 9 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამასთან, თურქეთი და რუსეთი მთიანი ყარაბაღის ზონაში ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის შექმნაზე შეთანხმდნენ. 17 ნოემბერს თურქეთის პარლამენტმა აზერბაიჯანში თურქი სამხედროების გაგზავნას მხარი დაუჭირა.

"T-31" - პირველი ქართული უპილოტო საფრენი აპარატი, რომელმაც თურქულ და ებრაულ ანალოგებს აჯობა

ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების მეთაურობა თურქეთმა გადაიბარა

სამართალდამცველებმა ფონიჭალის დასახლებაში 9 ნარკორეალიზატორი დააკავეს