ავტორი:

ჩინეთის ამბიციური კოსმოსური მისია - ქვეყნის ეროვნულმა კოსმოსურმა ადმინისტრაციამ მთვარეზე ხომალდი გაუშვა (ფოტოები)

ჩინეთის ამბიციური კოსმოსური მისია - ქვეყნის ეროვნულმა კოსმოსურმა ადმინისტრაციამ მთვარეზე ხომალდი გაუშვა (ფოტოები)

"ჩანე 5" - ასე ჰქვია კოსმოსურ ხომალდს, რომელიც ჩინეთის კომოსურმა ადმინისტრაციამ მთვარეზე გაუშვა. როგორც მედიაში წერენ, ეს ჩინელების მხრიდან ამბიციური განაცხადია. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 40 წელიწადია მსგავსი მისია მთვარეზე არცერთ სხვა ქვეყანას არ განუხორციელებია.

როგორც ჩინელი მეცნიერები ამბობენ, კოსმოსურმა ხომალდმა დედამიწაზე მთვარის ზედაპირზე არსებული ქანები უნდა ჩამოიტანოს, რაც ხელს შეუწყობს მთვარის უკეთ შესწავლას და მისიის შემდეგ ადამიანებისთვის ბევრი საინტერესო დეტალი გახდება ცნობილი.

ჩინეთის ეროვნული კოსმოსური ადმინისტრაციის ცნობით, კოსმოსური ხომალდი წარმატებით გაფრინდა. წინასწარი გათვლებით, მთვარის ზედაპირზე ის 29 ნოემბერს უნდა დაჯდეს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი აშშ-ისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის შემდეგ მესამე ქვეყანაა, რომელმაც მთვარეზე კოსმოსური ხომალდი გაუშვა და რომელიც მისი ზედაპირის მასალას შესასწავლად დედამიწაზე ჩამოიტანს.

წყარო: apnews.com

კორონავირუსისგან ეფექტურად დასაცავად, შესაძლოა ორი პირბადის ტარება დაგვჭირდეს

თოვლით დაფარული აკროპოლისი და "ზამთრის საბანში" გახვეული ათენი - ულამაზესი ფოტოები საბერძნეთის დედაქალაქიდან

ამსტერდამში არხები და ტბები გაიყინა, ასობით მოქალაქე ქუჩებში სრიალებს - შთამბეჭდავი ფოტოები "გაყინული ქალაქიდან"