ავტორი:

"ერთი კითხვა მაქვს..." - რა თქვა დღეს სასამართლო პროცესზე ივერი მელაშვილმა

"ერთი კითხვა მაქვს..." - რა თქვა დღეს სასამართლო პროცესზე ივერი მელაშვილმა

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილის განცხადებით, მას დღეს სახელმწიფო ბრალდებისგან ახალი არაფერი მოუსმენია.

როგორც სასამართლო პროცესზე მელაშვილმა განმარტა, მას აინტერესებს, საგამოძიებო ორგანომ შესაძლო დანაშაულის მოტივი დაადგინა თუ არა.

„გენერალური პროკურატურიდან არ მომისმენია დღეს რაიმე განახვავებული. ერთი კითხვა მაქვს, რაიმე ახალი თუ აქვთ დადგენილი, ან მოტივი ან სხვა რამე, რის გამო ჩავიდინეთ მე და ნატალიამ ეს.

რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, რომელიც წარმოდგენილი იყო, გაჯერებულია ტყუილებით...

რაც გაკეთდა და ის არის სწორი, ის არის ქვეყნისთვის სწორი", - განაცხადა მელაშვილმა.

ცნობისთვის, სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ კვლავ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, დაცვის მხარე კი ბრალდებულების პირადი თავდებობით გათავისუფლებას მოითხოვდა. საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე აცხადებდა, რომ ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საფუძველი და საფრთხე არსებობდა, რაც კონკრეტულ მტკიცებულებებს ემყარებოდა. ამასთან, პროკურორი განმარტავდა რომ დაკავებულების მხრიდან არსებობდა პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების ფაქტორი, ასევე გამოძიებისა და მართლმსაჯულების პროცესში უარყოფითი მონაწილეობის მაღალი რისკები.

"მათ გააჩნდათ უძრავი ქონებები და საბანკო ანგარიშზე ანაბარი... გირაოს განსაზღვრისას მხედველობაში ეს იყო მიღებული" - პროკურორი

"ნამდვილად საქართველოშია, ქვეყანა არ დაუტოვებია... ყველაზე მეტად ჩვენ გვინდა, რომ ეს ადამიანი დავაკავოთ" - გომელაური ესებუაზე

13 წლის ილია ფილფანის ოჯახმა დაკარგულის ძებნა ენგურჰესში დაიწყო