ავტორი:

"პირადად მე არ მეგონა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ამდენ შემთხვევას ჯანდაცვის სისტემა გაუძლებდა" - ამირან გამყრელიძე

"პირადად მე არ მეგონა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ამდენ შემთხვევას ჯანდაცვის სისტემა გაუძლებდა" - ამირან გამყრელიძე

"პირადად მე არ მეგონა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ამდენ შემთხვევას ჯანდაცვის სისტემა გაუძლებდა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემაში ხარვეზები არის, თუმცა ექიმები სიტუაციას გმირულად უძლებენ.

"კი ხარვეზები არის, გაგვაკრიტიკეთ. ყველაფერში ხარვეზი არის, მაგრამ სისტემა უძლებს ამას. ჩვენი გმირი ექიმები უძლებენ. მათ ნამდვილად ეკუთვნით მადლობა. საქართველოს სამედიცინო საზოგადოება არის ერთ-ერთი გამორჩეული საზოგადოება და მათ აქვთ ყველაზე რთულ პერიოდში, ყველზე მნიშვნელოვანი როლი შესრულებული თავისი ქვეყნის ცხოვრებაში.

იქნებოდა ეს 9 აპრილი, აფხაზეთის ომი, სამაჩაბლოს კონფლიქტი, აგვისტოს ომი ... დღეს თითოეული ქართველი ექიმი იმსახურებს მხოლოდ მადლობას, თითოეული სამედიცინო მუშაკი. დღეს 8000 -ზე მეტი სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული, აქედან, რა თქმა უნდა, უმრავლესობა თავის სამუშაო ადგილებს დაუბრუნდა, გამოჯანმრთელდნენ, მაგრამ იცით, რომ დაიღუპნენ კიდეც. ქედს ვიხრი მათ წინაშე. რთულია ეს ყველაფერი. ხაზს ვუსვამ, რომ სისტემა უკეთაა მზად, მაგრამ იდეალურად არ ვართ, შედარებითია ყველაფერი. მწყობრ ჯანდაცვის სისტემებსაც გაუჭირდა, საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემასაც გაუჭირდა, იცით ეს", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემა დღეში 4-და 5 ათასი ინფიცირების შემთხვევის გამოვლენას არ პროგნოზირებდა. ამასთანავე, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ნოემბერში შემთხვევათა რაოდენობის მკვეთრი ზრდა იმ მომატებული მობილობის გამოძახილია, რომელიც ოქტომბერ-ნოემბერში მათ შორის პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით დაფიქსირდა.

"გასაგებია, რომ მაკრიტიკებენ და თქვენც შეგიძლიათ, გამაკრიტიკოთ, რომ არაფერი გაკეთებულა, მაგრამ როგორ არ გაკეთებულა?! - გადამზადებაც მიმდინარეობდა, შესყიდვებიც მიმდინარეობდა, გარკვეული გეგმებიც დასახული არის და მზადების გეგმაც იყო",- აცხადებს გამყრელიძე.

"მთავარი არხის” ინფორმაცია, 17 წლის გოგოს კორონავირუსით გარდაცვალების შესახებ, სიცრუეა - ჯანდაცვის სამინისტრო

ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების 3 შემთხვევაა დაფიქსირებული

"დეკემბრის ბოლოსთვის კოვიდი ტუბერკულოზსაც გადაასწრებს და გახდება პირველი "ინფექციური მკვლელი" - გამყრელიძე