ავტორი:

"მთავარი არხის” ინფორმაცია, 17 წლის გოგოს კორონავირუსით გარდაცვალების შესახებ, სიცრუეა - ჯანდაცვის სამინისტრო

"მთავარი არხის” ინფორმაცია, 17 წლის გოგოს კორონავირუსით გარდაცვალების შესახებ, სიცრუეა - ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 17 წლის გოგოს გარდაცვალება კორონავირუსს არ უკავშირდება.

უწყება აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გავრცელებული ინფორმაციას არის სიცრუე.

"3 დეკემბერს, ტელეკომპანია "მთავარი არხის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, კორონავირუსით 17 წლის გოგო გარდაიცვალა. მიზეზად კი, პაციენტის კლინიკამდე ვერ მიყვანა დაასახელეს. ჯანდაცვის სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე.

3 დეკემბერს, 03:24 სთ-ზე112-ში განხორციელდა ზარი, უგონო მდგომარეობაში მყოფ პაციენტთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მიზნით. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოძახების ადგილზე 13 წუთში, 03:37 სთ-ზე მივიდა, რა დროსაც ექიმებს ახალგაზრდა გოგონა გარდაცვლილი დახვდათ.

მედიკოსების შეფასებით, გარდაცვალება კორონავირუსულ ინფექციას არ უკავშირდება.

შესაბამისად, „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და არის სიცრუე.სამინისტრო მადლობას უხდის მედიკოსებს განსაკუთრებული პროფესიული თავდადებისთვის და დაუშვებლად მიიჩნევს მათ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას",- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც უწყება ავრცელებს.

არ შეგაფერხოთ პანდემიამ, გაიმარტივე შეძენა - „მიჰაუსში“

"ხალხს და საქართველოს რაც სჭირდება, ის გვერდზე რჩება - მიდის პოლიტიკური ბრძოლა" - მეუფე იაკობი

"ნაცნობობის თემა ამ სიტუაციაში ძალიან უხერხულია... პირადად გავეცნობი ყველა იმ შემთხვევას, რომელიც დაგვიანებულია და ოჯახის ექიმმა დღეების მანძილზე არ დარეკა პაციენტთან"