ავტორი:

ორი "გირჩი", ჯაფარიძე-ხოშტარიას ალიანსი და ფინანსური პრობლემები "ევროპულ საქართველოში"? -  რა გადაჯგუფება შეიძლება მოხდეს უახლოეს მომავალში ოპოზიციაში?

ორი "გირჩი", ჯაფარიძე-ხოშტარიას ალიანსი და ფინანსური პრობლემები "ევროპულ საქართველოში"? -  რა გადაჯგუფება შეიძლება მოხდეს უახლოეს მომავალში ოპოზიციაში?

ჯერ ისევ გაურკვეველია მეათე მოწვევის პარლამენტი ერთი პარტიით შეუდგება მუშაობას, თუ ბოლოს და ბოლოს ოპოზიციური პარტიები ბოიკოტზე უარს იტყვიან. ეს უკვე რამდენიმე დღეში გაირკვევა, მაგრამ "გირჩის" მაგალითმაც აჩვენა, რომ მაინც და მაინც ყველაფერი რიგზე ვერ არის ოპოზიციურ ფლანგზე. პოლიტიკურ ორგანიზაცია "გირჩში", რომელიც შესაძლოა ბევრისთვის მიუღებელი ძალაა, მაგრამ ფაქტია, რომ აქამდე იდეოლოგიურად გამართული პარტია იყო, რომელსაც ახალგაზრდობის ნაწილი უჭერდა მხარს, დღეს ლიდერებს შორის მწვავე დაპირისპირებას ვხედავთ... ერთ-ერთი ვერსიით, "ნაციონალურ მოძრაობაშიც" საკმაოდ უცნაური ვითარებაა შექმნილი და პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ შეიძლება დატოვოს ორგანიზაცია. არ გამორიცხავენ ნიკა მელიას წასვლასაც.

ambebi.ge-ს სანდო წყარო უყვება, რომ უახლოეს მომავალში ოპოზიციაში საინტერესო მოვლენები განვითარდება და სერიოზული გადაჯგუფება იგეგმება.

"პრობლემებია "ევროპულ საქართველოშიც”, რომელსაც ცნობილმა "დონორმა" დაფინანსება შეუჩერა. ჩემი ინფორმაციით, პარტიას ტოვებს საკმაოდ სერიოზული სახე - ელენე ხოშტარია. დიდი ალბათობით, ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია ალიანსს შეკრავენ და ახალ პლატფორმას გააკეთებენ, რასაც "გირჩის" ბაზაზე გეგმავდნენ, მაგრამ ახლა რა იქნება, რთული სათქმელია, პროცესები ისე მიდის, რომ, როგორც ჩანს, მალე ორ "გირჩს" მივიღებთ”, - ამბობს ჩვენი წყარო.

ჯერჯერობით მართლაც ძნელი სათქმელია, ვის დარჩება პარტია იმ შემთხვევაში, თუ "გირჩის" ლიდერები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას - პარტია დაიშლება, პოლიტიკური აპსარეზიდან გაქრება, თუ მართლაც ორ "გირჩს” მივიღებთ. ის კია, რომ ზურაბ ჯაფარიძე ყოფილ თანაგუნდელებთან ყველანაირ მოლაპარაკებას გამორიცხავს, ემიჯნება პარტიას, ახალი ინსტიტუციის ჩამოყალიბებას გეგმავს და როგორც ამბობს, მისი სახელიც და ლოგოც "გირჩი” იქნება.

"მე გამოვდივარ იმ სისტემიდან და ჩემთვის ახალ ინსტიტუციას, ახალ "გირჩს” გავაკეთებ, მე ვრჩები გირჩი, არანაირი კონსენსუსი არ იქნება, მე ჩემს საქმეს გავაკეთებ, ისინი - თავის საქმეს გააკეთებენ, ისინიც ამბობენ, რომ "გირჩია”, მაგრამ მათ თუ რამე თქვეს, ან გააკეთეს, თუ ვინმე მკითხავს, ვიტყვი, რომ ეს "გირჩის" პოზიცია არ არის", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე "განქორწინებულ" თანაპარტიელებზე.

"მანდ ეგრე არ არის, რომ ჯაფარას ჰქონდეს მთელი ავტორიტეტი. მეგრელიშვილსაც საკმაო ავტორიტეტი აქვს. "გირჩი” იდეოლოგიურად რამდენიმე ფრთად არის დაყოფილი. მაგალითად, მეგრელიშვილს მხარს უჭერს ბენდუქიძის "სასტავი”, თავისუფალი უნივერსიტეტის ტიპები. სავარაუდოდ, იმ სამს უფრო აქვს ჯაფარას გაშვების ბერკეტი, ვიდრე ჯაფარას - მათი, რადგან მათ ხელშია სერიოზული ძალა. "გირჩელებს" აქვთ რაღაც ჯეტები - ელექტრონული ვალუტა, რომელსაც რაც მეტს ყიდულობ, მეტი გავლენა გაქვს პარტიაში. მათ საკმაოდ სტრუქტურირებული ორგანიზმი აქვთ და ეს მთლიანად მეგრელიშვილის აწყობილია. შიდა იდეოლოგიური ბირთვი და ტექნიკური პარტიული ორგანიზაციები რასაც ჰქვია, მთლიანად მეგრელიშვილზე დგას. თან ის სამი იხრება პარლამენტში შესვლისკენ და აქვთ ეჭვი, რომ ზურამ "გააძრო" ფულის ახალი არხი და შედარებით "დავარცხნილი" პარტიის გაკეთებას აპირებს.

ერთი სიტყვით, ოპოზიციაში გადაჯგუფება იქნება. გრიგოლ ვაშაძეზე ადრე გითხარით და დადასტურდა, რომ ის, ფაქტობრივად, წასულია პოლიტიკიდან. ეს ერთი კვირა გადაწყვეტს, ოპოზიციის საბოლოო ბედს...” - გვეუბნება წყარო, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ჯაფარიძე-ხოშტარიას სავარაუდო ალიანსს შესაძლოა ნიკა მელიაც შეუერთდეს.

ambebi.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად "ევროპული საქართველოს” წარმომადგენელს ელენე ხოშტარიას დაუკავშირდა, რომელმაც შემდეგი გვიპასუხა:

"საზოგადოებისთვის როცა რამე მექნება სათქმელი, აუცილებლად ვიტყვი. ზურასთან არც კი მილაპარაკია ეს დღეები. ისე, დიდ წარმატებას ვუსურვებ მას". კითხვა - მართლა აპირებს თუ არა პარტიიდან წასვლას? - ელენე ხოშტარიამ ამ ეტაპზე უპასუხოდ დატოვა.

"არ იჯერებს ხალხი "ქართული ოცნების" ლიდერების ძალადობისკენ მიდრეკილებას და სააკაშვილის, უგულავას, ბოკერიას კდემამოსილებას" - მამუკა მდინარაძე

სამოქალაქო აქტივისტები "ავლაბრის" მეტროდან მანქანებით მსვლელობას აწყობენ - რა ხდება ამ წუთებში აქციაზე

"ვამხელ მოძალადეებს, ნეპოტიზმს, რუსეთთან კავშირებს... არ შევეგუები უსამართლობას" - ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა "დროა" დააფუძნა