ავტორი:

"გიგა ბოკერია დღითიდღე თბილისელ კობა ხაბაზად ყალიბდება" - კახა კალაძე "ევროპული საქართველოს" ლიდერს პასუხობს

"გიგა ბოკერია დღითიდღე თბილისელ კობა ხაბაზად ყალიბდება" - კახა კალაძე "ევროპული საქართველოს" ლიდერს პასუხობს

გიგა ბოკერია დღითიდღე ყალიბდება თბილისელ კობა ხაბაზად, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გიგა ბოკერიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია არის მაგალითი იმის, თუ როგორ უნდა გაანადგუროს ადამიანმა საკუთარი პარტია.

“გიგა ბოკერია ნამდვილად არ არის საინტერესო. გიგა ბოკერია არის ნათელი მაგალითი იმის, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა გააუბედუროს საკუთარი პარტია და ეს შეიძლება პოლიტტექნოლოგიების სასწავლო სახელმძღვანელოებში შევიტანოთ. დღითიდღე ბოკერია ყალიბდება თბილისელ კობა ხაბაზად”, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ საარჩევნო რეგისტრაციის შესაძლო გაუქმება „პუტინის რუსეთის მოდელია“. როგორც ბოკერია აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ ამ მეთოდით ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას ცდილობს.

"თავი თუ არ გაქვს, იბრძოლო იმის წინააღმდეგ, რაც არ მიგაჩნია სწორად, აბა პოლიტიკური ბრძოლა რა არის?" - ბარამიძე ვაშაძის წასვლაზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"პარტიის თავმჯდომარის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა იქნება, ყველა იცნობთ მათ" - ნუგზარ წიკლაური