ავტორი:

"თავი თუ არ გაქვს, იბრძოლო იმის წინააღმდეგ, რაც არ მიგაჩნია სწორად, აბა პოლიტიკური ბრძოლა რა არის?" - ბარამიძე ვაშაძის წასვლაზე

"თავი თუ არ გაქვს, იბრძოლო იმის წინააღმდეგ, რაც არ მიგაჩნია სწორად, აბა პოლიტიკური ბრძოლა რა არის?" - ბარამიძე ვაშაძის წასვლაზე

პარტიის თავმჯდომარეს თავი და უნარი თუ არ გაქვს, იბრძოლო იმის წინააღმდეგ, რაც არ მიგაჩნია სწორად, აბა პოლიტიკური ბრძოლა, პოლიტიკური საქმიანობა რა არის?, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ბარამიძემ გიორგი ვაშაძის პარტიიდან წასვლასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

როგორც ბარამიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, გიორგი ვაშაძის საქციელი "არ არის ის საქციელი, რომელიც მართებს ასეთ მწვავე ბრძოლაში მყოფი პარტიის თავმჯდომარეს".

"ნაციონალური მოძრაობა“ არის ასობით ათასი ადამიანის პარტია, მხარდამჭერები გვყავს და წევრები გვყავს, უამრავი ადამიანი შეიძლება გამოჩნდეს, ვისაც მე არ მოვწონვარ, ან ვინც მე არ მომწონს, მერე რა? პარტიის თავმჯდომარეა, არ მოგწონს? გაატარე - შენ შენი ავტორიტეტი უნდა გქონდეს პარტიაში, რომ თუ ვინმე ოდიოზური გამოჩნდა და თვლი, რომ ვნებს პარტიას ეს ოდიოზური პიროვნება, ის დარჩეს უმცირესობაში და იმისმა აზრმა არ გაიმარჯვოს.

პარტიის თავმჯდომარეს თავი და უნარი თუ არ გაქვს, იბრძოლო იმის წინააღმდეგ, რაც არ მიგაჩნია სწორად, აბა პოლიტიკური ბრძოლა, პოლიტიკური საქმიანობა რა არის? ვიღაც არ მოეწონა პარტიაში, ამის გამო დავიხურო ქუდი და სადღაც გავიქცე, არ არის ის საქციელი, რომელიც მართებს ასეთ მწვავე ბრძოლაში მყოფი პარტიის თავმჯდომარეს. ჩვენ ბრძოლაში ვართ მთელი ეს წლებია, რაც ეს პარტია არსებობს.

"ნაციონალური მოძრაობა" იყო ოპოზიციაში, მერე ხელისუფლებაში და მაშინაც ვიბრძოდით და ახლა მითუმეტეს, ვიბრძვით არამარტო იმ პრობლემებზე რაც საქართველოს მოსახლეობის და ქვეყნის პრობლემაა, პარალელურად ჩვენ გვებრძვის ხელისუფლება. არ მოეწონა? შეიძლება მეც არ მომწონს იგივე ადამიანები და ერთად უნდა გვებრძოლა, რა პრობლემაა? მაგრამ კონკრეტულად ვის გულისხმობს, ეს მან უნდა თქვას“, - განაცხადა ბარამიძემ.

ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. როგორც ის აცხადებს, არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. ვაშაძის თქმით, ის ასევე ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ოდიოზური ფიგურები. გრიგოლ ვაშაძე ასევე აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ "გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის" გამო.

"ივანიშვილი დანიშნავს არჩევნებს ან ოპოზიცია დაიწყებს აქციებისთვის მზადებას, პროტესტი რევოლუციაში გადაიზრდება" - მელია

"საქართველოში ვნახე "ცხელების ცენტრები", ონლაინ კლინიკები და კოვიდსასტუმროები, რომელიც შეიძლება გამოდგეს, როგორც მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის" - ჰანს კლუგე

მიხეილ სააკაშვილი ყირგიზეთს რეფორმების გატარებაში დაეხმარება? - რას წერს ადგილობრივი პრესა