ავტორი:

“ზელიმხანმა იმ დღეს სასტუმრო და რესტორანი დაჯავშნა სანდრასთვის” - რატომ უნდა შეხვედროდა ის ექსპირველ ლედის, რას ამბობს ხანგოშვილის ძმა? (ექსკლუზივი)

“ზელიმხანმა იმ დღეს სასტუმრო და რესტორანი დაჯავშნა სანდრასთვის” - რატომ უნდა შეხვედროდა ის ექსპირველ ლედის, რას ამბობს ხანგოშვილის ძმა? (ექსკლუზივი)

"დოიჩე ველეს“ რუსულენოვანი რედაქცია იუწყება, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გერმანელმა გამომძიებლებმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი გამოკითხეს. მათივე ინფორმაციით, ბერლინის ცენტრში ჩეჩნეთის ყოფილი საველე მეთაურის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობამ გერმანიასა და კრემლს შორის ურთიერთობების გაუარესება გამოიწვია. მედიასაშუალება იუწყება, რომ გერმანელმა გამომძიებლებმა მნიშვნელოვან მოწმეებს შორის დაასახელეს საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი. გამომძიებლებმა მას სთხოვეს კიდეც, რომ ბერლინში ჩასულიყო ჩვენების მისაცემად.

სატელევიზიო სიუჟეტის ავტორი აცხადებს, რომ რულოვსი მკვლელობის დღეს ბერლინში იმყოფებოდა და ხანგოშვილი მასთან შეხვედრას აპირებდა. თუმცა, ჟურნალისტი აცხადებს, რომ გერმანელმა გამომძიებლებმა ვერ შეძლეს რულოვსის დაყოლიება ბერლინში ჩასვლასა და ჩვენების მიცემაზე, ამიტომ ის ტელეფონით გამოკითხეს. სანდრა რულოვსის ზელიმხან ხანგოშვილთან სავარაუდო შეხვედრის მიზანზე ზელიმხან ხანგოშვილის ძმა გვესაუბრება, რომელსაც ambebi.ge ევროპაში დაუკავშირდა.

ზურაბ ხანგოშვილი:

- იმ დღეს, როდესაც ზელიმხანი მოკლეს, სანდრა რულოვსი მართლაც ჩადიოდა და ჩავიდა კიდეც ბერლინში იმ მიზნით, რომ ჩეჩნურ დიასპორას შეხვედროდა. ამ შეხვედრის ორგანიზება ზელიმხანმა გააკეთა. სანდრას და ზელიმხანს მიმოწერა ჰქონდათ და ჩემი ძმა მას აეროპორტში უნდა დახვედროდა. ეს ინფორმაცია სასამართლოზე გამჟღავნდა - ტელეფონიდან ჩემი ძმისა და სანდრას მომოწერა და ზარები ამოიღეს, ნახეს, რომ ზელიმხანს წინა დღეებში ჰქონდა სანდრასთან კონტაქტი. ზელიმხანმა ორგანიზება გაუკეთა სანდრას შეხვედრას ჩეჩნურ დიასპორასთან. ამჟამად მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს, ახალი არაფერია, პროცესი გრძელდება...

არ ვიცი, რა ინფორმაცია აქვთ, მე ის ვიცოდი, რომ ამ შეხვედრაზე ზელიმხანი მოლაპარაკებული იყო ჩეჩნებთან, მას ჰქონდა ჩემთვის ნათქვამი, სანდრა რულოვსი ჩამოდის და უნდა დავხვდე, იჩქერიის ხალხს ხვდებაო.

- დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებდათ სანდრას და ზელიმხანს?

- მე მგონი, მათ ნანახიც არ ჰყავდათ ერთმანეთი, ტელეფონით ურთიერთობდნენ. ზელიმხანმა იმ დღეს სასტუმრო და რესტორანი დაჯავშნა სანდრასთვის, ზუსტად ვიცი, რომ რულოვსი ჩეჩნურ დიასპორას უნდა შეხვედროდა, თუმცა არ ვიცი, რა საკითხებთან დაკავშირებით. როცა ზელიმხანი მოკლეს, სანდრა ჯერ ჩამოსული არ იყო, ჩემი ძმა მას საღამოს ელოდებოდა, უნდა დახვედროდა. იმ საღამოს ზელიმხანს სანდრა მის ვაჟთან და რძალთან ერთად ჰყავდა დაპატიჟებული რესტორანში, სამნი უნდა ჩამოსულიყვნენ - სანდრა, ედუარდი და მისი მეუღლე. ედუარდი ბერლინში სწავლობდა. ზელიმხანი რომ არ დახვდა აეროპორტში, სანდრა რეკავდა და მერე უთხრეს, რაც მოხდა.

ნანა ფიცხელაური

"აქამდე არ ვუჩივლე, ბავშვი რომ დაორსულდა და ახლა რა აზრი აქვს?" - დედა ამბობს, რომ 13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული მისი მეგობარია და არ სურს დასაჯოს

მამაკაცი სანადირო თოფით თავის მოკვლას აპირებდა, დაინახა პოლიციელები და მათი მიმართულებით გაისროლა - რა მოხდა იმერეთში?

გორში, 14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს