ავტორი:

კინოსტუდიაში სისხლიან დაპირისპირებას გოგა ხაინდრავას გადამღები ჯგუფის წევრებს შორის შელაპარაკება უძღოდა - როგორია დაჭრილების მდგომარეობა

კინოსტუდიაში სისხლიან დაპირისპირებას გოგა ხაინდრავას გადამღები ჯგუფის წევრებს შორის შელაპარაკება უძღოდა - როგორია დაჭრილების მდგომარეობა

წუხელ კინოსტუდიის შენობაში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაიჭრა. დაჭრილებს შორის ერთი გოგა ხაინდრავას ძმისშვილი გოგლიკო ხაინდრავაა, მეორე კი გოგლიკოს მეგობარი ილია რუხაძე.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგა ხაინდრავას გადამღები ჯგუფის წევრებს ერთმანეთში უსიამოვნო შელაპარაკება მოუვიდათ. ვითარების განასამუხტად, ადგილზე ერთ-ერთი მათგანის მეგობრები მივიდნენ, რომელთა შორისაც იყო 16 წლის არასრულწლოვანი. სწორედ ამ უკანასკნელს ედავება საგამოძიებო უწყება დანაშაულის ჩადენას, რის გამოც იგი დაკავებულია.

რაც შეეხება დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობას, არსებული ინფორმაციით, გოგლიკო ხაინდრავა მძიმედ არის. თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ "ნიუ ჰოსპიტალში", სადაც გოგლიკო ხაინდრავა მკურნალობს.

"ოჯახმა გვთხოვა, რომ არ გავავრცელოთ ინფორმაცია. წუხელ შეიმოიყვანეს და გიდასტურებთ, რომ აქ მკურნალობს. სხვა ვერაფერს გეტყვით", - გვითხრეს კლინიკაში.

საშუალო სიმძიმისაა ილია რუხაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა. როგორც ქირურგიის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, 33 წლის პაციენტმა მათ თვითდინებით მიმართა.

"მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული, ნეიროქირურგიულ დეპარტამენტში ჩაუტარდა კვლევები და მიმდინარეობს დაკვირვება. პაციენტს ოპერაცია არ ჩატარებია", - აცხადებენ ქირურგიის ცენტრში.

შსს მომხდარზე გამოძიებას გამზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აწარმოებს.

როგორია შსს-ს დაჭრილი თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა - დაკავებული პოლიციის ყოფილი თანამშრომელია

"ოჯახის წევრებს როგორ ექცევა ასე?! შემდეგი ვინც ლუკმას მიაწვდის, ისიც უნდა დაიჭირონ და ის შორიდან უყურებს?!" - რას ჰყვება ბადრი ესებუას ოჯახის ახლობელი

"თუ ძმასთან მიჰქონდა, რატომ არ გაყვნენ?! ამბობს, რომ მანქანის საბარგულში ჩაუდეს 2 ხელყუმბარა, ჟანგიანი 100 ტყვია, საჭმელი და თოკი" - ბიძინა ესებუას ადვოკატი