ავტორი:

შატილის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე "თრეველ ჯის" დირექტორი და ამავე კომპანიის დაქირავებული "მარშრუტკის" მესაკუთრე დააკავეს

შატილის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე "თრეველ ჯის" დირექტორი და ამავე კომპანიის დაქირავებული "მარშრუტკის" მესაკუთრე დააკავეს

სამართალდამცველებმა შატილის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე შპს „თრეველ ჯის“ დირექტორი და ამავე კომპანიის მიერ დაქირავებული სამგზავრო მიკროავტობუსის მესაკუთრე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2 პირი: 1986 წელს დაბადებული შ.ბ. (შალვა ბოლოთაშვილი) და 1966 წელს დაბადებული გ.გ. (გოჩა გოგილაშვილი) დააკავეს. მათ ბრალი ედებათ ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებაში, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2020 წლის 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბისოს მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი, 3 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტურისტული კომპანია შპს „თრეველ ჯის“ დირექტორი - 1986 წელს დაბადებული შ.ბ. და ამავე კომპანიის მიერ დაქირავებული სამგზავრო მიკროავტობუსის მესაკუთრე - 1966 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახო სანაიას თავს დაესხნენ - დაკავებულია 3 პირი

"იმედია, აწი მაინც, ტურში წასული ყველა ადამიანი ცოცხალი დაბრუნდება ოჯახში..." - რას ამბობენ შატილის ავარიისას დაზარალებულები ბრალდებულების დაკავებაზე

"მათი ადგილი ციხეშია... როგორ ეძინათ? ბოდიში მაინც მოეხადათ კაცურად!" - შატილში ავარიისას გარდაცვლილი მედეა დევსურაშვილის დედა დაკავებულებზე