ავტორი:

მეგობრის დასახმარებლად, ხელოვანი ქეთი მელქაძე მუზეუმიდან გამოტანილ საკუთარ ნამუშევრებს ყიდის

მეგობრის დასახმარებლად, ხელოვანი ქეთი მელქაძე მუზეუმიდან გამოტანილ საკუთარ ნამუშევრებს ყიდის

არაერთი გამოფენის ავტორი, უნიჭიერესი ხელოვანი, ქეთი მელქაძე, შეჭირვებული მეგობრის ოჯახის დასახმარებლად, საკუთარ ნამუშევრებს ყიდის. ქეთი მელქაძე პროფესიით ფილოლოგია, თუმცა საოცრად ხატავს და სხვადსხვა მასალისგან ხელოვნების უნიკალურ ნიმუშებს ქმნის. მისი ნამუშევრები საქართველოს არაერთ შენობაშია გამოფენილი. როგორც ხელოვანის "ფესბუქ-პოსტიდან" ირკვევა, მეგობრის დასახმარებლად, მესტიაში მისი ნამუშვრების მუზეუმიდან ჩამოტანილ ექსპონატებს ყიდის, თუმცა ხელოვანი სოციალურ ქსელში სამწუხარო ამბის შესახებაც იუწყება, რომელიც მას მესტიაში შეემთხვა:

"ჩემთვის ძვირფასებო, როგორც იცით, შარშან მესტიაში ჩემი ნამუშევრების მუზეუმი გავხსენით. კოვიდმაც „სულზე მოგვისწრო“ და არ ფუნქციონირებდა. ფართის მეპატრონემ დამირეკა ერთი თვის წინ, აფთიაქის გახსნა უნდათ, მინდა, რომ მივაქირაო და ნამუშევრები წაიღეო. გააქირავე, რა თქმა უნდა, ოჯახს შემოსავალი სჭირდება და ეს ვირუსი როდის გადაშენდება, ხომ არავინ იცით-მეთქი. მას შემდეგ ვურეკავდი და არ მპასუხობდა. შევეხმიანე მის დას, მის მეუღლეს და ქეთი, რა პრობლემაა, გამოაგზავნე მანქანა და წაიღოსო. ავიდა მანქანა მესტიაში და აქ დაიწყო „მაიტა ნასოსი“ მეპატრონემ ქვა ააგდო, თავი ალბათ გვერდზე გასწია და, მე როცა ვიტყვი მანქანა მაშინ მოვიდესო.

მოკლედ, მეორე დღეს დედამისმა, როგორც იქნა, მოაგვარა პრობლემა, თუმც ჩემს ნამუშევრებზე თავისი „საკალელი ფეხუჩებით“ კარგად ისეირნა და ასეთ მდგომარეობაში დამიბრუნა უკან. ვიცი, რომ არსებობს სამართლებრივი ფორმა - ზარალის ანაზღაურება, მაგრამ არსებობს კიდევ სხვა რამ - მიტევება.

და მთავარი, ყველაფერი ხომ ჩემი ბრალია. ხომ უნდა მეფიქრა, ვისთან ერთად ვაპირებდი საქმის კეთებას. ნამუშევრების წამოღებას კი იმიტომ ვჩქარობდი, მეგობრის ოჯახი მყავს უკიდურესად შეჭირვებული, რასაც მისი შვილის უძლურებაში ყოფნაც დაემატა და დავპირდი, ჩამოვიტან მესტიიდან ნამუშევრებს, გავყიდი და შემოსულ თანხას სრულად მოგცემ-მეთქი. ასე მირჩევნია. მე რკინაზე, მის ფასზე ვიფიქრო და მეგობარს უჭირდეს, მგონი არ უნდა იყოს კარგი საქციელი.

ვიდეოში ნახავთ იმ ნამუშევრებს, რომელთა აღდგენა აღარ მოხერხდება და იმ ნამუშევრებსაც, რომლებიც მეტ-ნაკლებად გადარჩნენ. მე ყველას ფოტო ავტვირთე, რადგან ვიცი, მიუხედავად უმრავლესობის სავალალო მდგომარეობისა, მცირედ თანხად, ერთ-ორ ლარად მაინც შეიძენენ მეგობრები. გადარჩენილი ნამუშევრების ფასიც თავად იმ ადამიანმა განსაზღვროს, რომელიც შეძენას მოისურვებს. საქველმოქმედოდ ასე არაერთხელ მოვქცეულვარ. და ყველაზე მთავარი, ორი დღეა მესტიიდან მეგობრების გარდა, იმდენმა ნაცნობმა დამირეკა, მესტია და სვანები ამ ამბის შემდეგ, უფრო მეტად შემიყვარდნენ.

ის კი, რასაც ეს ორი დღეა განვიცდი, არ ვიცი როგორ გითხრათ. სიხარულის, ბედნიერების ცრემლები... ამას ვერ წარმოვიდგენდი, ამდენი ადამიანის სიყვარულს, ჩემი ნამუშევრების გამო ასეთ სინანულს. სატელეფონო ზარები, უამრავი შეტყობინება... რომ მცოდნოდა ამის განცდას შევძლებდი, თავად ვთხოვდი „იმას“ ის ჩაედინა, რაც „გონებამ“ უკარნახა. ყოველ დღე მეტად ვრწმუნდები იმაში, თუ ერთად ყოფნით რა შეგვიძლია.

„საქართველოს ბანკი“ GE92BG0000000126731400 ქეთევან მელქაძე".

გაეცანით ქეთი მელქაძის უნიკალურ ნამუშევრებს

"მოკლეები და კოტიტა, ბოროტი ხალხი დაისვენებთ" - რამ გაანაწყენა ალექსანდრა პაიჭაძე, რომელიც "ფეისბუქგვერდებს" დახურვით ემუქრება

"ამაზრზენია, სასიკვდილოდ გაიმეტო 24 წლის ბიჭი, რომელმაც ნიღბის გაკეთება მოთხოვა" - რას წერს ნინო კუზანოვა "ვივამედში" მომხდარ ინციდენტზე

"დღევანდელი საქციელისთვის კი გულწრფელი მადლობა!" - პაატა ბურჭულაძე კახა კალაძეს მიმართავს