"სომხეთის საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპი ეჭვქვეშ ვერავითარ შემთხვევაში ვერ დადგება" -  ნიკოლ ფაშინიანი

"სომხეთის საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპი ეჭვქვეშ ვერავითარ შემთხვევაში ვერ დადგება" -  ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები რჩება და დარჩება ხელშეუხებელი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რუსეთის შუამავლობით 9 ნოემბერს ხელმოწერილი ყარაბაღის ზავის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

"სომხეთის რესპუბლიკის საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპი ეჭვქვეშ ვერავითარ შემთხვევაში ვერ დადგება. მაგრამ გადაუჭრელი საკითხები უნდა გადაწყდეს ცივად, მშვიდად, მუშაობის შედეგად ”, - აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, სიუნიქის მონაკვეთში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო ზოლების დადგენა მიმდინარეობს.

ნიკოლ ფაშინიანმა ასევე განმარტა, რომ 9 ნოემბრის განცხადებაში არ არის ნახსენები ზანგელანისა და კუბატლის რეგიონები, რადგან ზავის დადების დროს ამ ტერიტორიების 90% და მეტი აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ იყო და მოლაპარაკებების დროს მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ იქ სასაზღვრო ხაზების კორექტირება მოხდება. ფაშინიანის თქმით, კორექტირება მომდევნო რამდენიმე კვირაში განხორციელდება.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 99 ქვეყანაში მიმდინარეობს - Bloomberg-ი განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს

"ეს არის კოკაინის ყველაზე დიდი ოდენობა, რაც ევროპაში ოდესმე ამოუღიათ" - გერმანიასა და ბელგიაში რამდენიმე მლრდ ევროს ღირებულების 23 ტონა ნარკოტიკი ამოიღეს

ესპანეთში, ბარის რეკონსტრუქციის დროს, უძველესი ჰამამი აღმოაჩინეს - საიდუმლო ადგილი, რომელიც ხალხს არქიტექტორმა დაუმალა