ავტორი:

აშშ-ში Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინით 272 000 ადამიანი აიცრა, ვაქცინის გამოყენების ნებართვა მე-7 ქვეყანაში, შვეიცარიაშიც გაიცა

აშშ-ში Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინით 272 000 ადამიანი აიცრა, ვაქცინის გამოყენების ნებართვა მე-7 ქვეყანაში, შვეიცარიაშიც გაიცა

აშშ-ში Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინით 272 ათასამდე ადამიანი აიცრა. ამ ინფორმაციას აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

მათი თქმით, რეალურად ამ დროისთვის ვაქცინაციის რიცხვი გაცილებით მაღალია, რადგან აცრილთა რაოდენობის აღრიცხვა რამდენიმე დღის შემდეგ ხდება.

კერძოდ, ვაქცინის პროვაიდერებს 72-საათიანი ვადა აქვთ იმისთვის, რომ ჯანდაცვის უწყების ადგილობრივ წარმომადგენლობას მონაცემები მიაწოდონ. ჯანდაცვის სამინისტროს კი დამატებით 24 საათი აქვს, რომ აღნიშნული მონაცემები დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს გადასცეს.

18 დეკემბერს აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კორონავირუსის წინააღმდეგ ამერიკული კომპანია Moderna-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ში „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ვაქცინაცია უკვე ორი ვაქცინით ჩატარდება.

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-სა და მისი გერმანელი პარტნიორის, BioNTech-ის მიერ ერთობლივად შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა ასევე შვეიცარიის მედიკამენტების მარეგულირებელმა უწყებამ. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

“დღემდე არსებულმა მონაცემებმა ყველა გამოკვლეულ ასაკობრივ ჯგუფში ეფექტურობის მაღალი დონე აჩვენა. მოზრდილებში მეორე ინექციიდან 7 დღეში დაცვის დონე 90%-ზე მეტია. ამასთან, ვაქცინა უსაფრთხოების მოთხოვნებს აკმაყოფილებს”, - აცხადებენ მარეგულირებელ უწყებაში.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიას კომპანიებთან უკვე გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები, რომლებიც ვაქცინის 3 მილიონი დოზის მიწოდებას ითვალისწინებენ. BioNTech-ის მიერ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შვეიცარიისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდება 2020 წელს დაიწყება და 2021 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

შეგახსენებთ, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა გამოყენებისთვის უკვე დამტკიცებული აქვს დიდ ბრიტანეთს, აშშ-ს, კანადას, მექსიკას, ბაჰრეინსა და საუდის არაბეთს.

Bloomberg: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების შემდეგ 23 ადამიანის გარდაცვალების გამო, ნორვეგიაში მოსახლეობას აფრთხილებენ

თალიბანის ლიდერი პატარძლების ყიდვისა და მრავალცოლიანობის წინააღმდეგ გამოდის - "საცოლის ფასის გამო, კორუფციულ გარიგებებში ერთვებიან"

ევროპა და COVID-19-ის ვაქცინა: სად რამდენი ადამიანი აიცრა და საქართველოს მსგავსად, რომელ ქვეყნებში არ დაწყებულა ვაქცინაცია