ავტორი:

ჩინეთში კორონავირუსის მხოლოდ 320 აქტიური შემთხვევაა, ქალაქი კი, საიდანაც ვირუსი გავრცელდა, შეზღუდვების გარეშე ცხოვრობს - გზა "ლოქდაუნიდან" თავისუფლებამდე

ჩინეთში კორონავირუსის მხოლოდ 320 აქტიური შემთხვევაა, ქალაქი კი, საიდანაც ვირუსი გავრცელდა, შეზღუდვების გარეშე ცხოვრობს - გზა "ლოქდაუნიდან" თავისუფლებამდე

კორონავირუსამდე ალბათ, ბევრს ჩინეთის ქალაქ უხანის შესახებ არც სმენოდა, თუმცა დღეს მისი სახელი ყველამ იცის. უხანი ის ადგილია, სადაც ოფიციალური ცნობით, კორონავირუსის ახალი შტამი, Covid-19 გაჩნდა და საიდანაც ვირუსი მალე მთელ მსოფლიოს მოედო.

უხანში თვეების განმავლობაში მოქმედებდა უმკაცრესი კარანტინის რეჟიმი, აკრძალული იყო ქალაქიდან გასვლა და იქ შესვლა.

დღეს კი, მაშინ, როცა დანარჩენი მსოფლიო აკრძალვებით ცხოვრობს, უხანში ყველა შეზღუდვა მოხსნილია და ადამიანები ნორმალურ ყოფას დაუბრუნდნენ.

უხანში კვლავ ძველებურად ფუნქციონირებს ღამის კლუბები

თუ ოფიციალურ მონაცემებს დავეყრდნობით, ჩინეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 86 882 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 4 634 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 81 928 პაციენტი და ქვეყანაში ამ დროისთვის ვირუსის მხოლოდ 320 შემთხვევაა აღწერილი. კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით ჩინეთი ახლა მსოფლიოს მე-80 ქვეყანაა. ბოლო 24 საათში იქ კორონავირუსის 15 შემთხვევაა აღწერილი.

უხანში კი ბოლო 7 თვეა კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა. ადამიანები ჩვეულებრივად ცხოვრობენ, უმეტესობა პირბადესაც აღარ ატარებს, იმართება ხალხმრავალი წვეულებები, ღამის ცხოვრება აქტიურ რიტმს დაუბრუნდა, ადამიანები აღარ უფრთხიან თავყრილობებს, არც სხვადასხვა მუსიკალური ფესტივალების მოწყობას. მარტივად რომ ვთქვათ, უხანში ისე ცხოვრობენ, როგორც ვირუსის გაჩენამდე, თუმცა რთული სათქმელია, როგორ მიაღწიეს ამ შედეგს.

უნდა ითქვას, რომ ჩინეთს უკვე აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები, რომლებიც კომპანიების Sinovac-ისა და Sinopharm-ის მეცნიერებმა შექმნეს. აღსანიშნავია, რომ არც ერთი ჩინური ვაქცინა არ დაუმტკიცებია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას. მიუხედავად ამისა, "სინოვაკის“ ვაქცინით ჩინეთში ვაქცინაცია უკვე რამდენიმე თვეა დაწყებულია, თუმცა ვაქცინაცია ჯერჯერობით უტარდებათ მხოლოდ მედიკოსებსა და სხვა რისკ-ჯგუფებს, მასშტაბური ვაქიცინაცია არ დაწყებულა. ამიტომაც ვერ ვიტყვით, რომ კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით ჩინეთის წარმატება ვაქცინასთან არის დაკავშირებული.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კორონავირუსის წარმომავლობის შესასწავლად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეცნიერები გაემგზავრნენ უხანში და ადგილზე გამოიკვლევენ ყოველივეს. კვლევას შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს.

მანამდე კი ნახეთ ფოტოები, რომელზეც უხანის დღევანდელი ცხოვრებაა აღბეჭდილი.

წყარო

ვინ არის კიმ ჩენ ინის ცოლი, რომლის წარსულის დამალვასაც ცდილობენ - ჩრდილოეთ კორეის საიდუმლოებით მოცული პირველი ლედი, "ამხანაგი რი სოლ-ჯუ"

კვლევის მიხედვით, AstraZeneca-ს ვაქცინა კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული ვარიანტის წინააღმდეგ ნაკლებად ეფექტურია

რუმინელები, მას შემდეგ, რაც ნათლობიდან რამდენიმე საათში ბავშვი გარდაიცვალა, ნათლობის წესის შეცვლას ითხოვენ