ავტორი:

როგორ სწავლობდნენ ებრაელი ჯაშუშები სმას და როგორი იყო ბანკეტის გამართვის "საიდუმლო პროცედურები" საბჭოთა კე-გე-ბეში?

როგორ სწავლობდნენ ებრაელი ჯაშუშები სმას და როგორი იყო ბანკეტის გამართვის "საიდუმლო პროცედურები" საბჭოთა კე-გე-ბეში?
  • სპეცსამსახურები - ბესიკ ალადაშვილის ბლოგი
  • ფოტო - კადრი ფილმიდან: "კაზინო "როიალი"

საახალწლო დღეები მოდის, კოვიდპანდემიის გამო, ალბათ, განწყობა ისეთი აღარაა, როგორიც უწინ იყო, თუმცა მრავალ ოჯახში გაიშლება მოკრძალებული სუფრა. ამიტომ დღეს შედარებით "მსუბუქი", მაგრამ ძალზე "აქტუალური" თემა მინდა, ჩვენს მკითხველს შევთავაზო.

სპეცსამსახურების თანამშრომლები, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მათთვისაც არაფერი ადამიანური უცხო არაა. სპეცსამსახურის ოპერატიული მუშაობა მთლიანად საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებაზეა აგებული და ამ დროს, როგორც ამბობენ: "მიზანი ამართლებს საშუალებას". ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი დიპლომატიური მიღება ან "მეგობრული" სუფრაა. ამიტომ ოპერატიული თანამშრომლისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ალკოჰოლის სმის შემდეგ ფხიზელი გონება შეინარჩუნოს, ინფორმაცია მიიღოს და - არ გასცეს. გარდა ამისა, მეორე დილას შეხვედრის შესახებ ცნობაა სასწრაფოდ დასაწერი, არ გინდა ამის გაკეთება ნაბახუსევზე, როდესაც თავი გისკდება?

სპეცსამსახურის თანამშრომლისთვის მთავარია, რომ სხვა დაათროს, თვითონ კი ფხიზელი დარჩეს. მაგრამ აქ ტრივიალური ფანდები - სასმელის ჭიქაში დატოვება ან "ბორჯომით" გაზავება არ გამოდგება. ამიტომაც "ჯეიმს ბონდები" და "შტირლიცები" იძულებულები არიან, არ დააეჭვონ ოპერატიული დამუშავების ობიექტი და თავადაც არ ჩამორჩნენ სმაში. ამ დროს კი ფხიზელი მდგომარეობის და ნათელი გონების შენარჩუნება ყოველთვის პრობლემატურია, განსაკუთრებით - სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებში დიპლომატიური მიღებების დროს, სადაც "დიპლომატის" საფარქვეშ მოქმედი მზვერავები "სანადიროდ გადიან".

როგორ უნდა გაანეიტრალო ალკოჰოლის მოქმედება ისე, რომ დალიო, მაგრამ არ დათვრე ან მეორე დილას, ნაბახუსევზე "სიცოცხლისუნარიანობა" შეინარჩუნო? გამოსავლის ძიება ამგვარი "ჭრელო პეპელას" მდგომარეობიდან, ალბათ, იმ დროიდან დაიწყო, რა დროიდანაც შპიონაჟის ისტორია იწყება. ეს რომ ყოველთვის დიდი პრობლემა იყო, რეალური ფაქტების გაცნობით დავრწმუნდებით.

გასული საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში (მაშინ ახლად შექმნილი, მომავალში კი მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სპეცსამსახური) ისრაელის საგარეო დაზვერვა ("მოსადი") საკმაოდ რთული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. უცხოეთში არალეგალურად გაგზავნილმა ებრაელმა მზვერავებმა არ იცოდნენ... ალკოჰოლის სმა. ისინი სწრაფად თვრებოდნენ და პირველსავე შემხვედრს გულს უხსნიდნენ ან საიდუმლო დოკუმენტებს კარგავდნენ. ისრაელის დაზვერვის სუსტი წერტილი მალევე შეიტყო მტერ-მოყვარემ და იყო ერთი შეჯიბრი საბჭოთა და ამერიკის მზვერავებს შორის - პირველი ვინ დაათრობდა "დავითის შთამომავლებს".

"მოსადის" ხელმძღვანელობამ ამ პრობლემის გადაწყვეტის საინტერესო გზას მიაგნო. გააგრძელეთ კითხვა

რა იარაღს ვიყიდით 200 მლნ ლარად ქართული არმიისთვის 2021 წელს?

"T-31" - პირველი ქართული უპილოტო საფრენი აპარატი, რომელმაც თურქულ და ებრაულ ანალოგებს აჯობა

ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების მეთაურობა თურქეთმა გადაიბარა