ავტორი:

"თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი..." - ხაზარაძე-ოქრუაშვილ-ვაშაძის პაექრობა "ვეფხსიტაყაოსნის" მოტივებზე

"თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი..." - ხაზარაძე-ოქრუაშვილ-ვაშაძის პაექრობა "ვეფხსიტაყაოსნის" მოტივებზე

"ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში გაიწელა, 2021 წლის გაზაფხულზე ახალი არჩევნების ჩატარება ტექნიკურად შეუძლებელი იქნება. შესაბამისად, მისი თქმით, არჩევნების 2022 წელს ჩატარების სცენარს არსებობის უფლება აქვს და ამაზე მსჯელობა საჭიროა. "პარტნიორობას სერიოზულ პატივს ვცემ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პოზიცია არ გამოვთქვა, რომელიც შეიძლება ვიღაცას არ მოეწონოს“, - განაცხადა მან. მის ამ მოსაზრებას "ფეისბუქზე“ "ვეფხისტყაოსნის“ სტროფით უპასუხა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა:

"მამუკა ხაზარაძეს:

"თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი,

შორს ისრითა არ დაგხოცნენ, ჩაიხშენით თანა კარნი;

მარტო მნახეთ, ვით შევება, ვით ვიხმარნე ლომნი მხარნი!

მეკობრისა ნავისანი სისხლნი ჰნახნეთ მონაღვარნი”.

2022 არა, 22%-იანი განაკვეთი ბებიაშენისამ...“

ამის საპასუხოდ მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა: "ლექსები და ეურაცხყოფის ენა ყველამ თავისთვის შეინახოს და თავის ახლობლებს მიმართოს ასე".

"სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კი განაცხადა:

"სიბინძურის ადგილი პოლიტიკაში არ არის და ყველა პოლიტიკოსმა უნდა ისაუბროს კორექტულად, რაც არ უნდა განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს სხვასთან მიმართებით. მყისიერად გამოვარდნა და მით უმეტეს, პერსონალური თავდასხმები ადამიანებზე არის კატეგორიულად მიუღებელი. ყველა პოლიტიკოსს ვაფრთხილებ, რომ ლექსიკა გაისწორეთ, ცოტა გონზე მოდით და ისაუბრეთ ისე, როგორც შეეფერება პოლიტიკოსებს“.

ოქრუაშვილი მასაც "ფეისბუქით“ გამოეპასუხა და დაწერა: "პრემიერ-მინისტრ ვაშაძეს უთქვამს ოქრუაშვილმა ოპოზიციასთან მიმართებაში ლექსიკა აკონტროლოსო. მგლოვიარეა და 40-ის მერე ვუპასუხებ ჩემი ლექსიკით“.

"ჩვენი ლიდერები აცხადებენ, რომ პროევროპელები არიან, მაგრამ თქმა საკმარისი არ არის, გაკეთებაა აუცილებელი" - ნატალი საბანაძე

6 მთავარი გზავნილი ამერიკელი სენატორებისგან საქართველოს - საქართველოსთან დაკავშირებულ რა საკითხებზე იმსჯელეს აშშ-ის სენატში

"ჩაქაფულს ჭამს ჯარისკაცი აღდგომაზეო და ეს ნეგატივში ჩაგვითვალეს" - თავდაცვის მინისტრი ოპონენტების ბრალდებებზე