ავტორი:

5 გარდაცვლილი და 20 დაშავებული - ძლიერი მიწისძვრის შედეგები ხორვატიაში

5 გარდაცვლილი და 20 დაშავებული - ძლიერი მიწისძვრის შედეგები ხორვატიაში

ხორვატიაში 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, 20 პირი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

ქალაქ პეტრინიაში დასახმარებლად ჯარი გაგზავნეს.

მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ქალაქ პეტრინიაში, რომელიც ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებიდან 60 კილომეტრში მდებარეობს, რამდენიმე შენობა დაინგრა და დაზიანდა.

მიწისძვრა მეზობელ სერბეთში, ბოსნია და ჰერცოგოვინაში და ავსტრიაში მდებარე ქალაქ გრაცშიც იგრძნობოდა.

ეს იყო ხორვატიაში მეორე მიწისძვრა ორი დღის განმავლობაში.

ძლიერი მიწისძვრა ხორვატიაში - დანგრეულია შენობები

ჩინელ ჟურნალისტს, რომელიც უხანში კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას ავრცელებდა, ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ყველაზე უჩვეულო, დრამატული, სენტიმენტალური და ემოციებით სავსე პერიოდი - ფოტოებზე აღბეჭდილი 2020 წლის ყველა მნიშვნელოვანი მომენტი