ავტორი:

ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების მეთაურობა თურქეთმა გადაიბარა

ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების მეთაურობა თურქეთმა გადაიბარა

ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების მეთაურობა პირველი იანვრიდან პოლონეთისგან თურქეთმა გადაიბარა. შესაბამისი ინფორმაცია ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პირველი იანვრიდან ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში, საერთო ჯამში, 6 400 ჯარისკაცი იმსახურებს, აქედან 4 200 თურქი სამხედრო. ამასთან, წარმოდგენილები იქნებიან ჯარისკაცები ალბანეთიდან, უნგრეთიდან, იტალიიდან, ლატვიიდან, მონტენეგროდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, სლოვაკეთიდან, ესპანეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და შეერთებული შტატებიდან.

ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების შექმნა 2014 წელს უელსის სამიტზე გადაწყდა. მას 2019 წელს გერმანია, 2020-ში კი პოლონეთი ხელმძღვანელობდა.

ვინ იყო ლეგენდარული ჯაშუში "ჰომეროსი" -  ბრიტანეთის, აშშ-ისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ყველაზე დიდი "მაოხრებელი"?

რა იარაღს ვიყიდით 200 მლნ ლარად ქართული არმიისთვის 2021 წელს?

"T-31" - პირველი ქართული უპილოტო საფრენი აპარატი, რომელმაც თურქულ და ებრაულ ანალოგებს აჯობა