ავტორი:

"ჯეიმს ბონდის გოგონა“, რომელიც გარდაცვლილად გამოაცხადეს, ცოცხალი აღმოჩნდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

"ჯეიმს ბონდის გოგონა“, რომელიც გარდაცვლილად გამოაცხადეს, ცოცხალი აღმოჩნდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკელი მსახიობი ტანია რობერთსი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ წერდნენ გავლენიანი და სანდო გამოცემები, მათ შორის BBC-ი.

როგორც აღმოჩნდა, რობერთსი ცოცხალია, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. აღნიშნულზე BBC მსახიობის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მისი გარდაცვალების შესახებ ცნობა შეცდომით გავრცელდა, თუმცა საგულისხმოა, რომ ინფორმაციას მსახიობის უახლოესი ადამიანები ადასტურებდნენ.

ჟურნალისტებს მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ტანია რობერთსის უახლოესმა მეგობარმა და წარმოამდგენელმა, მაიკ პინგელმა მიაწოდა, რომელიც ახლა ამბობს, რომ ეს შეცდომით გააკეთა და რომ ტანიას გარდაცვლაების შესახებ ცნობა მან თავისი პარტნიორისგან მიიღო, ხოლო როცა მოგვიანებით კლინიკაში დარეკა, გაარკვია, რომ ტანია ცოცხალი იყო. მისივე თქმით, რობერთსის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.

ტანია რობერთსმა 24 დეკემბერს, იმ დროს, როდესაც ძაღლებს ასეირნებდა, გონება დაკარგა, ის ლოს ანჯელესის კლინიკაში გადაიყვანეს.

ტანია ცნობილია ჯეიმს ბონდის შესახებ გადაღებულ ფილმ A View to a Kill-ში შესრულებული სტეისი სატონის როლით. ეს მისი კარიერის მთავარი ფილმია, რომელიც ეკრანზე 1985 წელს გამოვიდა.

მიუხედავად გლობალური მასშტაბის ყურადღებისა, რომელიც ბონდიანას ფილმს მოჰყვა, ამ როლს არ მოჰყოლია კამილას სამსახიობო კარიერის აღმასვლა, ისეთი, როგორსაც თავად იმედოვნებდა.

ტანია რობერთსი დაქორწინებული იყო ბარი რობერთსზე, წყვილმა 1974 წელს იქორწინა, 2006 წელს ბარი გარდაიცვალა. მათ შვილები არ ჰყოლიათ.

წყარო

"მოველი, რომ შემოტევა იქნება, მაგრამ მზად ვარ" - ნინო ანანიაშვილი ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს

ახალი წლის ახალი სკანდალი - კიმ კარდაშიანი და ქანიე უესტი ერთმანეთს დაშორდნენ: რა გახდა განშორების მიზეზი

94 წლის ფილ სფრინგერის მუსიკალური გზავნილი ქართველებს - რას ამბობს კომპოზიტორი, რომელიც მუსიკას ფრენკ სინატრასა და ელვის პრესლისთვის წერდა