ავტორი:

კოვიდის საწინააღმდეგო კიდევ ორი პრეპარატი, რომელსაც "სიცოცხლის გადამრჩენელი" უწოდეს - ბრიტანელი ექიმების ახალი მიგნება

კოვიდის საწინააღმდეგო კიდევ ორი პრეპარატი, რომელსაც "სიცოცხლის გადამრჩენელი" უწოდეს - ბრიტანელი ექიმების ახალი მიგნება

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით, უკვე 1,8 მილიონზე მეტი ადამიანის სისცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსთან ბრძოლა, მისი საწინააღმდეგო ეფექტიანი სამკურნალო საშუალების შექმნა ჯერ კიდევ მთავარი გამოწვევაა. ბრიტანელ ექიმებს სასიამოვნო სიახლე აქვთ, როგორც ბრიტანეთის ეროვნულ ჯანდაცვის სერვისში აცხადებენ, მათ აღმოაჩინეს, კიდე ორი პრეპარატი, რომელიც Covid-19-ის სამკურნალოდ ეფექტიანია და მათ "სიცოცხლის გადამრჩენელს" უწოდებენ. აღნიშნულის შესახებ BBC წერს.

გამოცემა მედიკოსთა კვლევებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ პრეპარატებს შეუძლიათ კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა მეოთხედით შეამცირონ. მათი გამოყენება რეკომენდებულია კოვიდით ინფიცირებულ იმ პაციენტებში, რომელთა მდგომარეობაც მძიმედაა შეფასებული და რომლებსაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობენ.

საუბარია მედიკამენტებზე - ტოცილიზუმაბსა და სარილუმაბზე, რომლებსაც პაციენტებს წვეთოვანი გზით აწვდიან.

კვლევა ჩაატარეს ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სერვისის ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში. ექსპერტთა განცხადებით, მედიკამენტები დიდი ბრიტანეთის მასშტაბით უკვე ხელმისაწვდომია და მათი გამოყენება ასობით სიცოცხლის გადასარჩენადაა შესაძლებელი. ბრიტანეთის მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს მწარმოებელთან მედიკამენტების საკმარისი დოზით წარმოებისთვის, რათა წამალი ხელმისაწვდომი იყოს ბრიტანელი პაციენტებისთვის.

გარდა იმისა, რომ ამ ორ პრეპარატს მედიკოსები სიცოცხლის გადამრჩენელს უწოდებენ, ამასთანავე, ამბობენ, რომ ისინი ხელს უწყობენ პაციენტების სწრაფად გამოჯანმრთელებას.

მედიკოსთა შეფასებით, ორივე პრეპარატი მუშაობს თანაბარი წარმატებით და უფრო სარგებლიანია, ვიდრე იაფი პრეპარატი დექსამეტაზონი, რომელსაც ასევე მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების სამკურნალოდ იყენებენ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული წამლები არ არის იაფი და თითო პაციენტის გამოსაჯანმრთელებლად საჭირო დოზის ღირებულება 750-დან 1 000 გირვანქა სტერლინგამდე მერყეობს (დაახლოებით, 3400 ლარიდან 4500 ლარამდე).

"ის ფაქტი, რომ კიდევ არის პრეპარატები, რომლებიც კოვიდით დაავადებულთა შორის სიკვდილიანობას შეამცირებს, მისასალმებელია და პოზიტიური მოვლენაა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში“, - ამბობს ეროვნული ჯანდაცვის სერვისის წარმომადგენელი, პროფესორი სივენ პოუსი.

ექსპერტები ამბობენ, რომ ტოცილიზუმაბი და სარილუმაბი ამცირებენ კოვიდით გამოწვეულ ანთებას და შესაბამისად, აღარ ზიანდება ფილტვები და სხვა ორგანოები. ექიმები უწევენ რეკომენდაციას ამ პრეპარატების მიღებას ნებისმიერ კოვიდ პაციენტში, რომელსაც მიუხედავად დექსამეტაზონის მიღებისა, მდგომარეობა გაუუარესდა და ინტენსიური თერაპია სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ ორივე პრეპარატი ბრიტანეთმა ექსპორტზე გასატან შეზღუდული პროდუქტების ჩამონათვალში შეიტანა.

წყარო: BBC.com

ალიევი და ფაშინიანი მოსკოვში ჩავიდნენ - რატომ დაიბარა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები პუტინმა კრემლში

ესპანეთში, სადაც წლებია არ მოუთოვია, გადაუღებლად თოვს - ფოტოები დათოვლილი ქუჩებიდან

აშშ-ის პოლიტიკურ ფრონტზე ვითარება კვლავ რთულია - "დემოკრატებმა" შესაძლოა, ტრამპის იმპიჩმენტი მოითხოვონ