ავტორი:

ესპანეთში, სადაც წლებია არ მოუთოვია, გადაუღებლად თოვს - ფოტოები დათოვლილი ქუჩებიდან

ესპანეთში, სადაც წლებია არ მოუთოვია, გადაუღებლად თოვს - ფოტოები დათოვლილი ქუჩებიდან

ესპანეთში ბოლო დღეებია გადაუღებლად თოვს. ქვეყანაში წლებია თოვლი არ მოსულა, ამიტომაც, ყოველივემ ბევრი ადამიანი გაახარა, თუმცა თოვლმა პრობლემებიც შექმნა და ტრაგიკული შემთხვევებიც გამოიწვია. ბოლო ინფორმაციით, უამინდობის გამო დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 4-მდე გაიზარდა.

Reuters-ის ინფორმაციით, ძლიერი თოვის დროს ადიდებულ მდინარეს 2 ადამიანი ემსხვერპლა, რომლებიც ავტომობილში იმყოფებოდნენ. როგორც სააგეტო წერს, კიდევ 2 ადამიანი, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობდნენ, ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას ემსხვერპლნენ.

თოვლმა და ყინულმა შეფერხება გამოიწვია 400-მდე ავტომაგისტრალზე, რის შედეგადაც 1000-მდე ადამიანი გზებზე ჩარჩა. დროებით დაიხურა მადრიდის აეროპორტიც. მადრიდის ცენტრში ქარის მიერ წაქცეულმა ხეებმა ავტომობილები დააზიანა.

კორონავირუსისგან ეფექტურად დასაცავად, შესაძლოა ორი პირბადის ტარება დაგვჭირდეს

თოვლით დაფარული აკროპოლისი და "ზამთრის საბანში" გახვეული ათენი - ულამაზესი ფოტოები საბერძნეთის დედაქალაქიდან

ამსტერდამში არხები და ტბები გაიყინა, ასობით მოქალაქე ქუჩებში სრიალებს - შთამბეჭდავი ფოტოები "გაყინული ქალაქიდან"