ავტორი:

ნინო ანანიაშვილისა და გრიგოლ ვაშაძის ოჯახური ცხოვრება - ცხენების მოყვარული ქალიშვილი და წყვილის სახლი, რომელიც ხელოვნების ნიმუშებით არის გაწყობილი

ნინო ანანიაშვილისა და გრიგოლ ვაშაძის ოჯახური ცხოვრება - ცხენების მოყვარული ქალიშვილი და წყვილის სახლი, რომელიც ხელოვნების ნიმუშებით არის გაწყობილი

მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინო ანანიაშვილი 2021 წლიდან რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს, ქართველი პრიმა ბალერინა კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. საზოგადოების დიდი ნაწილი მას გადაწყვეტილებას უწუნებდა.

თავად ნინო ანანიაშვილს აღნიშნულ საკითხზე დამატებით კომენტარი აღარ გაუკეთებია, თუმცა რამდენიმე დღის წინ, "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ თანამდებობის პარალელურად ქართული საბალეტო დასის ხელმძღვანელადაც დარჩება. ამბობს, რომ სხვა შემთხვევაში ამ შეთავაზებას არ დათანხმდებოდა.

აღმოჩნდა, რომ ნოვოსიბირსკის თეატრის ხელმძღვანელობამ ანანიაშვილის მხრიდან ინფორმაციის გაჟღერება დასის უპატივცემულობად მიიჩნია და გადაწყვიტა, რომ ქართველ პრიმა ბალერინასთან კონტრაქტი გაწყვიტეს.

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ქართველ პრიმა ბალერინაზე, მის მეუღლესა და შვილზე AMBEBI.GE უფრო მეტ დეტალს მოგაწვდით:

როგორც ცნობილია, ანანიაშვილს რამდენიმე წლიანი ქორწინება აკავშირებს გრიგოლ ვაშაძესთან, რომელიც ქართულ პოლიტიკას ცოტა ხნის წინ ჩამოშორდა. მან გადაწყვტია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტი დაეტოვებინა.

ვაშაძემ და ანანიაშვილმა ერთმანეთი მოსკოვში გაიცნეს. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ყოფილი დიპლომატი ამბობს, ის მეუღლის ყველა სპექტაკლს ესწრებოდა და ესწრება.

ერთხელ ნინოსით მოხიბლულ გრიგოლს ქალისათვის მიხაკების მთელი კალათა გუაგზავნია, თავისი სავიზიტო ბარათით. გრიგოლისთვის მადლობის გადახდა ნინოსთვის ბებიას ურჩევია.

"დამირეკა. მდივანმა მითხრა, ძალიან სასიამოვნო გოგონა გირეკავთო. ნინოს ვკითხე, ქართული თუ იცი-მეთქი, შემდეგი კითხვა იყო – დღეს საღამოს რას აკეთებ-მეთქი (იცინის). თავხედობისგან სუნთქვა შეეკრა და მიპასუხა, მე და ბებია მოხარული ვიქნებით, რომ გნახოთო...

... როცა ადამიანი გიყვარს, მით უმეტეს, ასეთი ადამიანი, ერთი რამ უნდა გახსოვდეს - თუ ცოლი წინდების გასარეცხად და სამზარეულოს დასალაგებლად გინდა, ამისთვის პროფესიონალი უნდა დაიქირავო, თუ ცხოვრების მეგობარს ეძებ, რომელიც შვიდი წლიდან პროფესიაზეა გადამკვდარი, ეს პროფესია არ უნდა წაართვა და მიეხმარო. სიყვარული ისაა, რომ მიეხმარო მას, ვინც შენ გვერდითაა. ვერ ვიტან კამერასთან ასეთ ლაპარაკს, მაგრამ ჩვენი 30-წლიანი ცხოვრება რომ აიღო, ერთი დიდი დღესასწაულია, არ მოგვბეზრებია ერთად ყოფნა, არავინ გვჭირდება დედამიწის ზურგზე…" - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ "ნანუკას შოუში".

გრიგოლ ვაშაძემ ცნობილ ბალერინაზე 1988 წელს იქორწინა, 2006 წელს კი წყვილს ელენე შეეძინა. ელენე ვაშაძე სწავლობს კერძო სკოლაში და ძალიან უყვარს ცხენები, რაც სოციალურ ქსელში მის პირად გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოებიდანაც ჩანს.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო დონის პრიმა ბალერინას ქალიშვილი კარიერის მიწურულს შეეძინა, მშობიარობას ხელი არ შეუშლია, რომ ძველებურად გაეგრძელებინა საყვარელი საქმე.

ცნობილი წყვილი ძველ თბილისში ცხოვრობს. რამდენიმე თვის წინ ბალერინამ ტელეკომპანია "მთავარს" უმასპინძლა "დილის ყავაზე" და მშვენიერი სახლი დაათვალიერებინა, სადაც სამ სართულზე ხელოვნების ნიმუშებია განაწილებული.

"დილა გვეწყება სირბილში, ელენე ჩქარა - ელენე არ დაგვაგვიანდეს. შემდეგ ვიწყებ თავის მოვლას და მივდივარ თეატრში. ბოლო წლებში გრაფიკი ცოტა შემეცვალა, რადგან ყოველდღიურად აღარ ვვარჯიშობ. სხვა ბევრი საქმეები მაქვს, რასაც ვაკეთებს.

საკმაოდ კარგად ვიკვებები, საუზმეს თვითონ ვიკეთებ, ძირითადი საუზმე ხაჭოა, ასევე ძალიან მიყვარს ერბოკვერცხი. ყავა ბოლო ხანებში შემიყვარდა, თუმცა ძირითადად მწვანე ჩაის ვსვამ.

სულ მაქვს უკმარისობა სახლში ყოფნის, მიყვარს და მომწონს ჩემი სახლი. გვიყვარს ერთად ყოფნა, ძალიან ბევრს ვიცინით ხოლმე" - ამბოს ანანიაშვილი "მთავარ არხთან" ინტერვიუში.

როდის და როგორ შეძლებენ გამოცდების ჩაბარებას აბიტურიენტები, რომლებსაც ეროვნული გამოცდების პერიოდში კორონავირუსი გამოუვლინდებათ

"დღეს საქართველოში "ინდური შტამის" 18 დადასტურებული შემთხვევაა, ეს ნიშნავს, რომ ეს შტამიც იწყებს გავრცელებას" - პაატა იმნაძე

თამარ გვერდწითელი შვილიშვილზე ოცნებობს, თუმცა ამბობს, რომ სანდრო არ ჩქარობს - სად ცხოვრობს და რას საქმიანობს ცნობილი მომღერლის ვაჟი?