ავტორი:

"ხელი არ გამიშვა, ჩემთან დარჩიო...." - პეტრე კოლხი 21 წლის ბიჭის გარდაცვალებაზე წერს, რომლის გადასარჩენადაც უამრავი ადამიანი გაერთიანდა

"ხელი არ გამიშვა, ჩემთან დარჩიო...." - პეტრე კოლხი 21 წლის ბიჭის გარდაცვალებაზე წერს, რომლის გადასარჩენადაც უამრავი ადამიანი გაერთიანდა

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ის მძიმე სენს ებრძოდა:

"უფალმა მიიკრა ამიკოს სული...ჩაჭიდებული ხელი კი სამუდამოა...ილოცეთ ამირანის საცხოვნებლად!..

იშვიათად შემხვედრია ამირანისნაირი ადამიანი.თავაზიანი, კეთილი, კარგად აღზრდილი და ძალიან მოსიყვარულე იყო.ხელს არ მიშვებდა, დარჩი, კიდევ მესაუბრეო. თავთან წიგნები ეწყო.იბრძოლე, რომ უფლისთვის სათნოდ წარიმართოს შენი ცხოვრება, მეთქი...კიო, შემპირდა.ღმერთზე ვისაუბრეთ, სიყვარულზე, მეგობრობაზე...კიდევ ერთი მთავარი ინტერესი გაყვა იმქვეყნად...ბერობა სურდა...

ისეთი შეგრძნება მაქვს, როგორც კი ეს სიტყვები წარმოსთქვა, თითქოს ჩემს წინ მხცოვანი, სულიერად გამოცდილი ბერი იწვა სიკვდილის სარეცელზე და მის უკანასკნელ დარიგებას ვისრუტავდი...ვგრძნობდი, რომ მისი სული ღმერთს ზეიმობდა. სხეული იტანჯებოდა, მაგრამ ეს ტანჯვა ამირანს მარადიულ სიხარულად ექცევა..დღეს მას პირველი პანაშვიდი გადავუხადე...

ძნელია, მაგრამ ეს არის ჩვენი ყველაზე რეალური ცხოვრება... თითქოს ვართ, მაგრამ აღარც ვართ...არაფერი დავგეგმოთ, ყველაფერზე მეტად უკანასკნელ შეხვედრაზე ვიფიქროთ...ამირანის ნახევრად გაყინული ხელისგული სამუდამოდ დამამახსოვრდა!.." - წერს მამა პეტრე.

რამდენიმე დღის წინ, კონკრეტულად კი 6 იანვარს გამოქვეყნებულ პოსტში მამა პეტრე ამირანის შესახებ წერდა:

"ამირანი მოვინახულე, ჩემთვის უცნობი ამირანი... ხელი არ გამიშვა, ჩემთან დარჩიო...კეთილი, სათნო, საოცარი ამირანი...შემპირდა, ფეხზე რომ დავდგები, ბერად აღვიკვეცებიო...ჩემი ამირანი ჩემთვის ყველაზე ახლობელი გახდა.."

21 წლის ამირანი მეოთხე სტადიის სიმსივნეს ებრძოდა. ახალგაზრდის გადასარჩენად, სოციალური ქსელების საშუალებით უამრავი ადამიანი გაერთიანდა. თუმცა სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"უამრავი თანამშრომელი იყო ყვავილებით, ან სულაც მათ გარეშე მასთან გამოსამშვიდობებლად" - თინათინ ბერძენიშვილი გიორგი გაბუნიას პასუხობს

"არ იყო ერთი თაიგულიც კი, რომელსაც ტელევიზიის სახელი ეწერებოდა...დედა, ჩემი ხელით დავხატავ იმ ყვავილებს" - გიორგი გაბუნიას ემოციური მონოლოგი ჯულიეტა ვაშაყმაძეზე

"ოქროს ბიჭუნა...ზღაპრის გმირს ჰგავს" - გიორგი მარგველაშვილის უმცროსი შვილი, თომა სამი წლის გახდა (ფოტოები)