ავტორი:

კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების კუთხით ცხელ წერტილად ქუთაისი რჩება - თენგიზ ცერცვაძე

კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების კუთხით ცხელ წერტილად ქუთაისი რჩება - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქუთაისი რჩება ცხელ წერტილად და ის კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ოდენობით პირველ ადგილზეა.

როგორც მან ქუთაისის კლინიკების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ის იმედოვნებს, რომ ქუთაისში სიტუაცია, ბათუმის მსგავსად, მალე დასტაბილურდება.

"სიკვდილობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ პაციენტებს ოჯახის წევრები ბინაზე იქამდე ტოვებენ, სანამ მათი მდგომარეობა არ დამძიმდება, არ გახდება პირდაპირ სარეანიმაციო.

ამას თუ რაღაც „გამართლება“ ჰქონდა ერთი თვის წინ ნოემბერ - დეკემბერში, როცა ამბობდნენ, რომ სასაწრაფოს ვერ უკავშირდებოდნენ და ადგილები არ იყო, ახლა ხომ ეს საკითხი მთლიანად მოხსნილია. ახლა მსგავსი არაფერი არაა. ჩემი რეკომენდაცია არის რომ, ოჯახები, სადაც არიან კოვიდინფიცირებულები, ექიმს მაშინვე დაუკავშირდნენ და შემდეგ ექიმმა გადაწყვიტოს ის სად დარჩეს, ბინაზე თუ კლინიკაში“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი მძიმე პაციენტია საქართველოში და რამდენი იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 17 ადამიანი - როგორია მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით

"თქვენ გჭირდებათ აპოკალიფსი, რომ მოსახლეობა აამხედროთ ქვეყნის ხელმძღვანელობის და ექიმების წინააღმდეგ" - თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძეს