მსოფლიო სავალუტო ფონდი: უმუშევრობის მხრივ ვითარება მსოფლიოში უკეთესობისკენ კიდევ დიდხანს არ შეიცვლება

მსოფლიო სავალუტო ფონდი: უმუშევრობის მხრივ ვითარება მსოფლიოში უკეთესობისკენ კიდევ დიდხანს არ შეიცვლება

გლობლურმა ფინანსურმა კრიზისმა უმუშევრობის პრობლემა მთელ მსოფლიოში გაამძაფრა: 2007 წლის შემდეგ დაუსაქმებელთა რიცხვი 30 მლნ-დან 210 მლნ-მდე გაიზარდა. პრობლემა განსაკუთრებით მტკივნეულად განვითარებულ ქვეყნებზე აისახება, - მიაჩნიათ მსოფლიო სავალუტო ფონდის ექსპერტებს.

მსოფლიო სავალუტო ფონდისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეკონომისტები ამბობენ, რომ მსოფლიო ეკონომიკის ზრდისა და განვითარებისთვის სამუშაო ადგილების აუცილებელი რაოდენობის შექმნა ერთობ გართულდება.

მრავალ განვითარებულ ქვეყანაში უმუშევრობა კვლავაც მაღალ დონეზეა და რაც ყველაზე საგანგაშოა, ნიშანწყალიც კი არ ჩანს იმისა, რომ უახლოეს ხანში ვითარება ამ მხრივ უკეთესობისკენ შეიცვლება. 2007-2009 წლებში ვარდნა განვითარებადი ქვეყნების ჩრდილოვან ეკონომიკაზეც აისახა, სადაც მართალია, არაოფიციალურად დასაქმებულთა რიცხვი გაიზარდა, მაგრამ ამასთან გაიზარდა იმ დასაქმებულთა რაოდენობაც, რომელთა შემოსავლები სიღარიბიდან თავის დაღწევის საშუალებას არ იძლევა.

მსოფლიო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დომენიკ სტროსს-კანის თქმით, უდიდესმა რეცესიამ მძიმე მემკვიდრეობად უმუშევრობა დატოვა, რომელიც მსოფლიოს მილიონობით ადამიანის მატერიალურ შესაძლებლობებს, უსაფრთხოებასა და პირად სტატუსს საფრთხეს უქმნის. ამიტომ, დროა მსოფლიო საზოგადოებამ პრობლემის აღმოფხვრა კოლექტიური ძალისხმევით სცადოს.

მომზადებულია bfm.ru-ს მიხედვით.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ