საქართველო ლიტვისგან პირველ ეტაპზე, დაახლოებით, 100 ათას ტონა ხორბალს მიიღებს.
ამის შესახებ განცხადება ლიტვაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ქერდიყოშვილმა გააკეთა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები საქართველოში ხორბლის დამატებით შემოტანასთან დაკავშირებით.
როგორც ქერდიყოშვილმა აღნიშნა, ტელეფონით უნდა ესაუბროს ლიტვის სოფლის მეურნეობის მინისტრს ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით.
"შემოთავაზებაა ლიტვის მხრიდან, რომ შეძლებენ ჩვენი ხორბლით მომარაგებას. პირველ ეტაპზე ვვარაუდობ, რომ ეს 100 ათას ტონაზე ნაკლები არ უნდა იყოს. უახლოეს ხანში უნდა ვესაუბრო ლიტვის სოფლის მეურნეობის მინისტრს. საქმის კურსშია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრიც. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დახმარება იქნება საქართველოსთვის ამ კრიზისულ პერიოდში", - განაცხადა გიორგი ქერდიყოშვილმა.