ავტორი:

"სიგიჟეა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ადამიანებს ვწირავთ შიმშილისთვის" - რა ხდება კანცელარიასთან, სადაც შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქცია იმართება

"სიგიჟეა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ადამიანებს ვწირავთ შიმშილისთვის" - რა ხდება კანცელარიასთან, სადაც შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქცია იმართება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიტიკური პარტიების წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები, კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ. აქცია პარტიის ,,გირჩი - მეტი თავისუფლებას” ორგანიზებით მიმდინარეობს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას პარტია ,,გირჩი - მეტი თავისუფლებას” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, ჩვენი მსგავსი ქვეყნისთვის ნებისმიერი შეზღუდვა კიდევ უფრო გაღარიბებას ნიშნავს, ამიტომ, ,,სიგიჟეა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ადამიანებს ვწირავთ შიმშილისთვის”.

,,დღევანდელი აქციის მიზანია ყველა იმ შეზღუდვის მოხსნა რომელიც დაწესებული აქვს მთავრობას, ვითომ პანდემიასთან ბრძოლის მიზნით. აქციის ორგანიზატორები არიან სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციები, მე უბრალოდ ის ადამიანი ვარ რომელიც შეზღუდვების მოხსნას თვეების განმავლობაში ითხოვდა, თუ ეს შეზღუდვები არ მოიხსნება, ჩვენ კიდევ უფრო ჩავიძირებით სიღარიბის ჭაობში და იქიდან ამოხსნა არის ბევრად რთული. მათი სტატისტიკა არის რიცხვებით მანიპულირება და მეტი არაფერი, არსებობს უამრავი ქვეყანა სადაც არასდროს არ დაკეტილია ბაღები და სკოლები, არ დაკეტილა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ჩვენ ვართ შედარებით ღარიბი ქვეყანა და ჩვენთვის ნებისმიერი შეზღუდვა ნიშნავს კიდევ უფრო გაღარიბებას ამიტომ, სიგიჟეა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ადამიანებს ვწირავთ შიმშილისთვის”, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

"თუ არ გაიხსნება ქვეყანა, უამრავი ადამიანი დარჩება საჭმლის გარეშე", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე, „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ისიც ისევე როგორც ზურა ჯაფარიძე მხარს უჭერს შეზღუდვების მოხსნას, რადგან მასობრივი ტესტირებით და სლოვაკეთის მოდელის გადმოტანით, პანდემიის მართვა სრულიად შესაძლებელია.

დეკანოიძე საქართველოში მოქმედ რეგულაციებს „გამოცხადებულ მონობის ქრონიკას“ უწოდებს.

„წარმოუდგენელია, როცა საქართველოს ეკონომიკას ადარებენ ხოლმე საფრაგნეთის, შვეიცარიის და სხვა ქვეყნებს, რადგან თუ არ გაიხსნება ქვეყანა, უამრავი ადამიანი დარჩება საჭმლის გარეშე. უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. ამ პანდემიის მართვა სრულიად შესაძლებელია ტესტირებით და სხვადასხვა საშუალებებით. ამიტომ ის, რაც გამოცხადებული მონობის ქრონიკაა, არის ძალიან მძიმე, მათ შორის, ასეთ ქვეყანაში, სადაც მიტაცებულია სახელმწიფო და ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ აუცილებლად მოეთხოვება პასუხი, მათ შორის, იმაზე, თუ სად წაიღო 10 მილიარდი, რატომ არ ხსნიან სკოლებს, რატომ არის ჩაკეტილი ზამთრის კურორტები, როცა ძალიან ჩვეულებრივად ეკიპირებით შეიძლება ჩავიდეს და სპორტული აქტივობით დაკავდეს ადამიანი. ამიტომ მე ვერანაირ გამართლებას ვერ ვხედავ იმაში, რაც ახლა ხდება, ამიტომ მოვედი და მხარს ვუჭერ ამ აქციას. ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ელემენტარულად შემოსავლის მიღების საშუალება“, - განაცხადა დეკანოიძემ.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ უერთდება ამ აქციას და ვაპროტესტებთ იმ უსამართლო, არამართლზომიერ, არათანასწორ შეზღუდვებს, რომელიც მთავრობამ ჯერ დააწესა, ახლა კი აღარ უნდა შერბილება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა, სადაც დაწესებული შეზღუდვების მოხსნას მოითხოვენ.

სერგო ჩიხლაძის თქმით მშიდობიანი პროტესტი არის კონსტიტუციით გარანტირებული და დაცული და პროტესტი იქნება ზეწოლის ერთ-ერთი მეთოდი როგორც სოციალურ, ასევე პოლიტიკურ საკითხებზე.

„ეს ქმედებები მთავრობის კიდევ უფრო დაამძიმებს სოციალურ ფონს, კიდევ უფრო ღრმა ჩიხში შეიყვანს ეკონომიკას და სხვათაშორის, ჯანდაცვის სისტემაც, რომელიც ეკონომიკის ნაწილია კიდევ უფრო მეტ ზიანს მიიღებს. ზუსტად ამ პროტესტის მიზანია დღეს, რომ მთავრობაზე წნეხი მოვახდინოთ საზოგადოებამ, პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო სექტორმა, რომ რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დაუშვან, ეს არის ამ პროტესტის მიზანი, შეიძლება იმ წუთას არ დგამს ხელისუფლება ნაბიჯებს, მაგრამ ეს წნეხი, არგუმენტირებული კრიტიკა ყოველთვის აიძულებდა მთავრობას, რომ დაეკორექტირებინა თავისი ქმედბეები და იმედი მაქვს ეს პროტესტიც და შემდეგიც გამოიღებს შედეგს“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

"არ არსებობს ქვეყანა სადაც ადამიანებს ეუბნებიან, რომ „მე არ მაინტერესებს შენ შიმშილობ თუ არა, გკეტავ და მორჩა“, - ამის შესახებ აქციაზე ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

ელენე ხოშტარიას თქმით, განცხადებას, რომ ,,თვენახევარი არაფერი არ გექნებათ იმიტომ, რომ ჩვენ ასე გვინდა”, ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან კავშირი არ აქვს.

,,ვუერთდები ამ ძალიან ბუნებრივად გაბრაზებული მოქალაქეების თვითორგანიზებულ აქციას. ადამიანები ძალიან კარგად გრძნობენ, როდის არის გარკვეული შეზღუდვების აუცილებლობა და როდის არის ეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. ამ განცხადებას, რომ თვენახევარი არაფერი არ გექნებათ იმიტომ, რომ ჩვენ ასე გვინდა, არ აქვს კავშირი ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან.

მსოფლიოში არსებობს უამრავი საშუალება, მათ შორის ტესტირებით რეგულირება, ვაქცინაცია და ხელშეწყობა, რომ იმუშაოს იმ ნაწილმა, რომლისთვისაც ნაკლები პრობლემაა”, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

"დალუქვით ვერ გამაჩერებენ, ავხსნი ლუქს და მაინც გავხსნი ბარს, მოუწევთ ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი დაპატიმრება" - ზურაბ ჯაფარიძე

"დღესაც გელოდებით - ბარი არ დაემორჩილება არცერთ შეზღუდვას, სანამ ყველა არ მოიხსნება" - ზურაბ ჯაფარიძე

დაიჭერენ თუ არა ნიკა მელიას? - ოპოზიციისა და ხელისუფლების ლიდერების განცხადებები: "ეს გირაო სინამდვილეში არის გავრილოვის ხარკი"