ავტორი:

დაკავება 10-წლიანი თვალთვალის შემდეგ - ჰოლანდიაში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნარკოკარტელის მეთაური დააკავეს

დაკავება 10-წლიანი თვალთვალის შემდეგ - ჰოლანდიაში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნარკოკარტელის მეთაური დააკავეს

ჰოლანდიის პოლიციამ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნარკოკარტელის, მეთაური ცე ჩი ლოპი ამსტერდამის აეროპორტში დააკავა.

BBC-ის ინფორმაციით, ნარკოტიკებით მოვაჭრე წარმოშობით ჩინეთიდანაა, თუმცა კანადის მოქალაქეობა აქვს.

ცე ჩი ლოპზე საერთაშორისო ძებნა ავსტრალიას ჰქონდა გამოცხადებული.

გამოცემის ცნობით, ნარკოკარტელს, რომელიც ავსტრალიაში ნარკოტიკების შესვლის 70%-ს აკონტროლებდა, 10 წელზე მეტია უთვალთვალებდნენ. ცე ჩი ლოპს ხშირად აზია-წყნარი ოკეანის „ელ-ჩაპოს“ უწოდებდნენ.

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

"გამოიყენა ყველა ძირითადი რესურსი - სამოქალაქო, სამხედრო და დიპლომატიური" - როგორ შეძლო ისრაელმა იმაზე მეტი ვაქცინის მობილიზება, ვიდრე სჭირდება?

20 000 დოლარად გაყიდული ბერნის თოჯინა და ბერნის ჰუდები - სენატორის პოპულარობა მწვერვალებს იპყრობს, მიმებზე კი თავადაც იცინის