ავტორი:

"არც ერთ ჩემს პაციენტს იმუნიტეტი არასრულფასოვანი კვების გამო არ ჰქონია დაქვეითებული, ვინმემ მომიყვანოს მაშინ ასეთი პირი" - ცერცვაძე კრიტიკას პასუხობს

"არც ერთ ჩემს პაციენტს იმუნიტეტი არასრულფასოვანი კვების გამო არ ჰქონია დაქვეითებული, ვინმემ მომიყვანოს მაშინ ასეთი პირი" - ცერცვაძე კრიტიკას პასუხობს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე რამდენიმე დღის წინ მიერ მიერ გაკეთებულ განცხადებას განმარტავს და კრიტიკოსებს პასუხობს.

როგორც ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "რეზიუმეში" ჩართვისას ცერცვაძემ აღნიშნა, მასთან არც ერთი პაციენტი არ მოხვედრილა ისეთი, რომელსაც იმუნიტეტი არასრულფასოვანი კვების გამო ექნებოდა დაქვეითებული.

მისივე განმარტებით, ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში სიღარიბე და გაჭირვება არ არის.

"რატომ გამოიწვია განცხადებამ უკმაყოფილება? მე ეს ვთქვი პირდაპირი მნიშვნელობით. ჩემთან არ მოხვედრილა არც ერთ პაციენტი, ვისაც ჰქონდა იმუნური სისტემის დაქვეითება იმის გამო, რომ ის არასაკმარისად იკვებება.

ვინმემ მომიყვანოს მაშინ ასეთი პაციენტი. ეს სულ არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში არ არის სიღარიბე და ადამიანების ნაწილი არ ცხოვრობს გაჭირვებაში. სიღარიბე და და უმუშევრობა ქვეყნის მთავარი პრობლემაა.

ზოგადად, იმუნიტეტი რომ დაქვეითდეს არა უბრალოდ არასრულფასოვანი კვება უნდა იყოს, არამედ შიმშილობა უნდა იყოს. რაც მაშინ ვთქვი, ის შემიძლია დავადასტურო რომ არც ერთ ჩემს პაციენტს იმუნიტეტი არასრულფასოვანი კვების გამო არ ჰქონია. ეს არ ნიშნავს რმ ისინი გაჭირვებაში არ არიან" - აღნიშნა ცერცვაძემ.

"დემონსტრაციულად დავარღვიეთ კომენდანტის საათი" - დაპირისპირება ზუგდიდში, აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის

მახინჯაურში 75 კატა დაიხსნეს, რომლებიც 10 კვ/მეტრ ფართობში იყვნენ გამომწყვდეული

თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებული პაციენტების პლაზმით მკურნალობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს