ავტორი:

კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ ბერიკაშვილმა თანამდებობა დატოვა

კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ ბერიკაშვილმა თანამდებობა დატოვა

კახეთის სამხარეო პოლიცის დეპარტამენტის დირექტორმა თანამდებობა დატოვა. 38 წლის ზურაბ ბერიკაშვილს 2017 წლიდან კახეთის სამხარეო პოლიციაში დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

ხოლო მოგვიანებით დააწინაურეს და 2019 წლის სექტემბრიდან დღემდე კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე მუშაობდა.

შსს-ს პრესსამსახურში ბერიკაშვილის წასვლას ადასტურებენ, თუმცა არ აკონკრეტებენ სად გააგრძელებს ის მუშაობას.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ბერიკაშვილი მუშაობას თბილისში, ცენტრალური ნარკოლოგიური განყოფილების უფროსად გააგრძელებს.

"მათ გააჩნდათ უძრავი ქონებები და საბანკო ანგარიშზე ანაბარი... გირაოს განსაზღვრისას მხედველობაში ეს იყო მიღებული" - პროკურორი

"ნამდვილად საქართველოშია, ქვეყანა არ დაუტოვებია... ყველაზე მეტად ჩვენ გვინდა, რომ ეს ადამიანი დავაკავოთ" - გომელაური ესებუაზე

13 წლის ილია ფილფანის ოჯახმა დაკარგულის ძებნა ენგურჰესში დაიწყო