ავტორი:

აზერბაიჯანი დავითგარეჯისკენ კაპიტალური გზის მშენებლობას აგრძელებს - რას წერენ აზერბაიჯანული გამოცემები

აზერბაიჯანი დავითგარეჯისკენ კაპიტალური გზის მშენებლობას აგრძელებს - რას წერენ აზერბაიჯანული გამოცემები

"ქეშიქჩიდაღის“ სახელმწიფო ისტორიულ-კულტურული ნაკრძალისაკენ ახალი თანამედროვე საავტომობილო გზა შენდება“, - იუწყებიან აზერბაიჯანული გამოცემები, კერძოდ "ხალკ გაზეთი“ («Xalq qəzeti»//"სახალხო გაზეთი“) და ქვეყნის საავტომობილო გზების სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმოწმებს და აქვეყნებს სტატიას, სათაურით: "ახალი გზა "ქეშიქჩიდაღისაკენ“. აქვე განვმარტავთ, რომ დავითგარეჯის ქართულ სამონასტრო კომპლექსს აზერბაიჯანელები "ქეშიქჩიდაღს“ უწოდებენ.

გთავაზობთ მასალას მცირე შემოკლებით:

"იმ ღონისძიებათ გეგმის შესაბამისად, რომელიც აზერბაიჯანის საავტომობილო გზების სახელმწიფო სააგენტოს მიერ შემუშავდა და რომლის მიხედვით 2021 წელს გზების მშენებლობა, რეკონსტრუქცია და კაპიტალური აღდგენა უნდა მოხდეს, აღსტაფის რაიონში სტარტი მიეცა კომპლექსურ სარეკონსტრუქციო და აღდგენით სამუშაოს - ახალი საავტომობილო გზის მშენებლობას, რომელიც სახელმწიფო კულტურულ-ისტორიული ნაკრძალისაკენ - "ქეშიქჩიდაღისაკენ" მიდის.

ახალი საავტომობილო გზა იწყება ადგილობრივი მნიშვნელობის ავტოგზის "აღსტაფა-ფოილო-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის“ 38-ე კილომეტრზე. გზის სიგრძე იქნება 32 კილომეტრი და აიგება "II ტექნიკური დონის“ სტანდარტის შესაბამისად. პროექტის ჩარჩოებში მიწაყრილის სიგანე იქნება 15 მეტრი, ხოლო ასფალტ-ბეტონის საფარისა - 9 მეტრი.

"ქეშიქჩიდაღის“ სახელმწიფო ისტორიულ-კულტურული ნაკრძალის მნიშვნელობის გათვალისწინებით, [რომლის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული ობიექტები] VI საუკუნეშია აგებული, ახალი გზა დიდ როლს შეასრულებს არამარტო ტურიზმის განვითარებისა და ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნისათვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის - პოტენციური შესაძლებლობების გაფართოებისთვისაც.

სხვათა შორის, იმავე "ხალკ გაზეთში“ ასევე გამოქვეყნებულია პუბლიკაცია, რომლის თანახმად, აზერბაიჯანელმა არქეოლოგებმა "ქეშიჩქიდაღის" ისტორიულ-კულტურული ნაკრძალის ტერიტორიაზე საავტომობილო გზის მშენებლობისას ძალიან მნიშვნელოვანი მასალები იპოვეს, რაც, მათი მტკიცებით, ადასტურებს იმას, რომ "ქეშიჩქიდაღი" მიეკუთვნება გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრეული რკინის ხანაში (მეორე ათასწლეული ჩვენს ერამდე) არსებულ ხოჯალ-გიადაბეის არქეოლოგიურ კულტურას. წყარო

ფოტოების წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

უკრაინა ბელარუსთან ფრენებს წყვეტს, მასთან ერთად Air France, Finnair და "სინგაპურის ავიახაზები"

ესპანეთში დინოზავრის ქანდაკებაში ცხედარი იპოვეს - რა დეტალებს ასაჯაროებს პოლიცია უჩვეულო საქმის შესახებ

"ჩემი ვაჟი აიძულეს... მას სცემენ და აწამებენ" - რას აცხადებენ დაკავებული ბელარუსი ჟურნალისტისა და მისი მეგობარი გოგონას მშობლები?