ავტორი:

"ახალმა რუსეთმა უნდა მოამზადოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის, დნესტრისპირეთის კი - მოლდოვისთვის გადაცემა“ - რას აცხადებს რუსი პოლიტიკოსი?

"ახალმა რუსეთმა უნდა მოამზადოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის, დნესტრისპირეთის კი - მოლდოვისთვის გადაცემა“ - რას აცხადებს რუსი პოლიტიკოსი?

რამდენიმე დღის წინ რუსი პოლიტიკოსის, რუსეთის სათათბიროს ყოფილი წევრის, ალექსეი მელნიკოვის მიერ გაკეთებულ განცხადებას დიდი რეზონანსი მოყვა, განსაკუთრებით, ოკუპირებულ აფხაზეთში. თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში აღშფოთდნენ მისი წინადადებით, რომ: "ახალმა რუსეთმა უნდა მოამზადოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის, დნესტრისპირეთის კი - მოლდოვისთვის გადაცემა“. გაჩაღდა დისკუსია იმის თაობაზე, მართლა არის თუ არა ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის თანაშემწე.

გთავაზობთ ფრაგმენტს მელნიკოვის მოსაზრებებიდან:

"2021 წლის აგვისტოში შესრულდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობის" 13 წლისთავი. როგორია ამის შედეგები? რის გაკეთება მოახერხა რუსულმა დიპლომატიამ იმისთვის, რომ მიეღწია ამ "სახელმწიფოების" აღიარებისთვის, თუნდაც მსოფლიო თანამეგობრობის ნახევრის მიერ მაინც? - ვერაფერს. რუსეთის რამდენიმე სატელიტისა და კლიენტის გარდა აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი არავის უცვნია. ამასთანავე, ისინი რუსეთისგან ყოველწლიურად იღებენ ფინანსურ დახმარებას და ამ დახმარებას ბოლო არ უჩანს. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის პროექტი წარუმატებელ გადაწყვეტილებად მივიჩნიოთ. კიდევ ერთი ასეთი "ჩამოკიდებული" ტერიტორია დნესტრისპირეთია. ახალი რუსეთის წინაშე ობიექტურად დგას ამოცანა, შეწყვიტოს წარუმატებელი და ძვირადღირებული არათუ ექსპერიმენტი, არამედ ჩიხში შესული პოლიტიკა და მოამზადოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის, დნესტრისპირეთის კი მოლდოვისთვის გადაცემა“. წყარო

აფხაზურ სოცქსელებში მელნიკოვს აკრიტიკებენ და მას "ნავალნის თანაშემწედ" მოიხსენიებენ, თუმცა ის, როგორც ირკვევა, პარტია "იაბლოკოს" წევრი და აქტიური ბლოგერია.

ზაზა გახელაძის მეუღლე - "სუს-ის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ არ ვინერვიულოთ და არ ავყვეთ ემოციებს, რადგან ყველაფერი მალე დასრულდება"

ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ ზაზა გახელაძეს განაჩენი გამოუტანა - რამდენ წელს გაატარებს ციხეში საქართველოს მოქალაქე

აფხაზეთში 19 წლის ბიჭმა 12 წლის მეზობელი გოგონა გაიტაცა - ადგილობრივები შემთხვევის სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ