ავტორი:

ისრაელში რაბინის დაკრძალვაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა - ხელისუფლებას კი "ლოქდაუნის" შერჩევით აღსრულებაში ადანაშაულებენ

ისრაელში რაბინის დაკრძალვაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა - ხელისუფლებას კი "ლოქდაუნის" შერჩევით აღსრულებაში ადანაშაულებენ

ისრაელში, იერუსალიმში ათასობით მორწმუნე შეიკრიბა მთავარი რაბინის დაკრძალვის ცერემონიაზე, რაც კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევაა. ამის შესახებ BBC წერს.

რაბინი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა და აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით. ისრაელი ამ დროისთვის ეროვნული შეზღუდვების მესამე ეტაპზეა და ამის ფონზე საყურადღებოა, რომ სამართალდამცველებს არაფერი გაუკეთებიათ და დაკრძალვის ცერემონიაზე შეკრებილი ადამიანები არ დაუშლიათ. ყოველივეს ოპოზიციურ სპექტრისგან, სხვა პოლიტიკოსებისგან და ასევე საზოგადოების ნაწილისგან კრიტიკა მოჰყვა და მათ ხელისუფლება შერჩევით სამართალში და ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულეს.

"მილიონობით ოჯახი და ბავშვი სახლშია გამოკეტილი მაშინ, როცა ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად და უმეტეს მათგანს არ ეკეთა პირბადე“, - დაწერა "ტვიტერზე" ვიცე პრემიერმა ბენი განცმა. მანვე აღნიშნა, რომ ყოველივე იყო "ლოქდაუნის" წესების არათანაბრად აღსრულების მტკიცებულება.

"ჩვენ არ ვეთანხმებით არაეფექტური ყალბი ჩაკეტვის გაგრძელებას, ან ყველა ჩაიკეტება, ან ყველა და ყველაფერი გაიხსნება“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, პრემიერ მინისტრი და ვიცე პრემიერი, ცენტრისტი ბენი განცი კოალიციურად მართავენ ხელისუფლებას და კოალიციურ პარტნიორებს შორის ურთიერთობა გასულ თვეში დაიძაბა. მიზეზი კი ის იყო, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები არათანაბარ პირობებში აყენებდა საზოგადოებას.

აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ისრაელი კორონავირუსის ვაქცინაციის თვალსაზრისით მსოფლიოს პირველი ქვეყანაა, სადაც უკვე მოსახლეობის 51%-მა გაიკეთა "ფაიზერის" ვაქცინა.

კორონავირუსისგან ეფექტურად დასაცავად, შესაძლოა ორი პირბადის ტარება დაგვჭირდეს

თოვლით დაფარული აკროპოლისი და "ზამთრის საბანში" გახვეული ათენი - ულამაზესი ფოტოები საბერძნეთის დედაქალაქიდან

ამსტერდამში არხები და ტბები გაიყინა, ასობით მოქალაქე ქუჩებში სრიალებს - შთამბეჭდავი ფოტოები "გაყინული ქალაქიდან"