ავტორი:

"პროვოკაციაა... რაღაც მაკადრა და ხმამაღლა მელაპარაკა" - ივერი მელაშვილის კომენტარი, მას შემდეგ, რაც ტექნიკის მაღაზიაში შეურაცხყოფა მიაყენეს

"პროვოკაციაა... რაღაც მაკადრა და ხმამაღლა მელაპარაკა" - ივერი მელაშვილის კომენტარი, მას შემდეგ, რაც ტექნიკის მაღაზიაში შეურაცხყოფა მიაყენეს

"კარტოგრაფების საქმეზე" ბრალდებულ ივერი მელაშვილს დღეს ტექნიკის ერთ-ერთ მაღაზიაში ახალგაზრდა მამაკაცმა შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო "ფორმულას" თანამშრომელმა სოციალური ქსელით გაავრცელა.

ვიდეოს ავტორი, სოფო შამუგია ამბობს, რომ ის ინციდენტის მხოლოდ ფრაგმენტს შეესწრო და მისი ყურადღება "ალტას" მაღაზიაში ხმაურმა მიიქცია. მისი თქმით, დაცვის სამსახურის თანამშრომლები მხოლოდ კონფლიქტის დასრულების შემდეგ გამოჩნდნენ.

ინციდენტთან დაკავშირებით ივერი მელაშვილმა "TV პირველთან" ასეთი კომენტარი გააკეთა:

"მე ვფიქრობ, რომ პროვოკაციაა... მე ვფიქრობ, რომ პროპაგანდის არის თუ ვიღაც-ვიღაცებმა ამოჭრილი ლაპარაკი აჩვენებს, იმის შედეგი შეიძლება იყოს. რაიმე ისეთი არ მომხდარა, რაღაც მაკადრა და ხმამაღლა მელაპარაკა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი მათგანი, ვინც პროვოკაციებს აწყობს ხოლმე", - აღნიშნა მელაშვილმა.

რას საქმიანობს ლევან ვასაძის ულამაზესი ქალიშვილი, რომელიც მამის ბრენდის სახეა - თათა ვასაძის ფოტოები

"თავიდან ისე უნდოდათ საქმის წაყვანა, რომ ყველაფერში დამნაშავე კოვიდ-სასტუმროს ექიმი გამოსულიყო" - რატი თორდია შვილის საქმეში გამოვლენილ დარღვევებზე

კოვიდით გარდაცვლილი თეკლა თორდიას საქმეში მნიშვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა - "განიხილება ორი ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი"