ავტორი:

უბერებელი მონიკა ბელუჩი - 56 წლის მსახიობის ახალი ფოტოები, სტილის მასტერკლასი და უბრალოდ, შთამბეჭდავი სილამაზე

უბერებელი მონიკა ბელუჩი - 56 წლის მსახიობის ახალი ფოტოები, სტილის მასტერკლასი და უბრალოდ, შთამბეჭდავი სილამაზე

56 წლის მონიკა ბელუჩის, მიუხედავად პანდემიისა, ცხოვრების აქტიური წესი აქვს და მისთვის 2021 წელი უკვე საკმაოდ გადატვირთულია. მომხიბვლელი იტალიელი მსახიობი ჩაერთო გლობალურ სარეკლამო კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც ის სამკაულების სხვადასხვა ბრენდის სახედ მოგვევლინება და მათ რეკლამას გაუწევს.

კამპანიიდან ზოგიერთი ფოტო უკვე გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში და მსახიობი ამჯერადაც ახერხებს, რომ თავისი ვიზუალის წყალობით საზოგადოება აალაპარაკოს. როგორც ამბობენ, ახალ ფოტოებზე მას ბევრად უფრო ახალგაზრდული იერი აქვს.

ბრენდებს შორის, რომელთა სახეც მონიკაა, არის Cartier-იც. ფოტოსესიის ამსახველი ერთ-ერთი სურათი მსახიობმა გულშემატკივრებს „ინსტაგრამზეც“ გაუზიარა და არაერთი კომპლიმენტიც მიიღო.

კომენტარებში ხაზს უსვამენ მინიკას სრულყოფილებას და ახალგაზრდულ იერს. აღსანიშნავია ისიც, რომ ვარცხნილობა, რომელიც ფოტოზე მონიკას აქვს, 2021 წლის მთავარ ტრენდად მკვიდრდება, ასევე წლის ერთ-ერთი მთავარი ტენდენცია შავი ფერის სამოსია.

დაათვალიერეთ მსახიობის სხვა ფოტოებიც:

მომღერალი მაქსიმი ხელოვნურ კომაშია და სიცოცხლისთვის იბრძვის - რა დაემართა რუს შემსრულებელს?

ეკა მიშველაძის შვილს, ტელეწამყვან მაკო კვიტაიშვილს შვილი შეეძინა - "ჩვენს ოჯახში ახალი სიცოცხლე შემოვიდა!"

"არ მყავს ჩემი ბიოლოგიური შვილი... ილიკოს შვილებმა შემიცვალეს ჩემი შვილები" - ნინო სუხიშვილი