ავტორი:

ნიკა მელიამ ღამე პარტიის ოფისში გაათენა

ნიკა მელიამ ღამე პარტიის ოფისში გაათენა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ღამე პარტიის ოფისში გაათენა. ნიკა მელიასთან ერთად იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრობის“ ლიდერებიც.

მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. სასამართლო მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს გადასინჯვაზე იმსჯელებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. როგორც საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა, პროკურატურა მელიას მიმართ უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, ვინაიდან ეს პროპორციული ღონისძიებაა.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ შუამდგომლობა აბსოლუტურად დასაბუთებულია, უბრალოდ, სხვა გზა სამართლებრივად არ არსებობს გარდა პატიმრობის გამოყენებისა, აქედან გამომდინარე, ჩვენი მოთხოვნა დასაბუთებული, კანონიერია, თუმცა, ბუნებრივია, გადაწყვეტილება სასამართლოზეა. ჩვენ ამის გონივრული მოლოდინი გვაქვს“,- განაცხადა სადრაძემ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ მელიას მიმართ პატიმრობის შუამდგომლობის დაყენების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიტიკოსმა სასამართლოს მიერ დაკისრებული 40 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდაზე უარი თქვა. პროკურატურას მელიასთვის პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი გუშინ, 88 ხმით მოუხსნა.

რა ქონებას ფლობს მომავალი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი - მან ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2020 წლის 30 ოქტომბერს შეავსო

ნათია თურნავა და დავით ზალკალიანი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში, სავარაუდოდ, აღარ იქნებიან

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი