ავტორი:

"ვიხოცებით, სხვანაირად როგორ მოგმართოთ?" - ახალგორელი თამარ მეარაყიშვილი გახარიას და ბიბილოვს მიმართავს

"ვიხოცებით, სხვანაირად როგორ მოგმართოთ?" - ახალგორელი თამარ მეარაყიშვილი გახარიას და ბიბილოვს მიმართავს

ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს მიმართავს, გახსნან ჩაკეტილი ახალგორი, რომელიც ნახევარი წელია ჩაკეტილია:

"მიმართვა გიორგი გახარიას და ანატოლი ბიბილოვს!

გუშინ ღამით თბილისში გადაიყვანეს ქართული სკოლის მასწავლებელი ზამირა ჩოჩიევა. გზა უმოკლეს დროში გაიხსნა, თუმცა სტრესმა, დარდმა სხვადასხვა მხარეს გაყოფილ ოჯახზე, ადგილზე უხარისხო მედიცინამ, რის გამოც ვერ ვიტარებთ გამოკვლევებს, გეგმიურ მკურნალობას, თავისი ქნა - დღეს გარდაიცვალა. ერთი შეხედვით ჯან-ღონით სავსე ქალი დაკარგა ოჯახმა, დააკლდება სკოლას, რაიონს.

გზა უნდა გაიხსნას პირობების გარეშე - ვიხოცებით, სხვანაირად როგორ მოგმართოთ?" - წერს მეარაყიშვილი მიმართვაში.

ახალგორი ნახევარი წელია ჩაკეტილია. ამ ხნის განმავლობაში იზოლირებულ სოფელში უამრავი ადამიანი გარდაიცვალა, რადგან შესაბამისი სამედიცინო დახმარება დროულად ვერ მიიღო. ადგილობრივები საკვებისა და მედიკამენტების გარეშე არიან დარჩენილნი.

"ინფარქტი მიიღო, გულზე ნახეთქი ჰქონდა და ორი დღე ვერაფერი გაუგეს" - ბიბილოვის რეჟიმის მორიგი მსხვერპლი და ჩაკეტილი ახალგორის პრობლემები

"რუსეთს უნდა, საქართველო როგორმე ე.წ. საზღვართან დაკავშირებით მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას" - როგორ შეიძლება აღვუდგეთ წინ 21-ე საუკუნის "ლეკიანობას"

"ზაზა გახელაძემ ყველაზე მსუბუქი სასჯელი მიიღო" - მურატ ჯიოევი