ავტორი:

"მედიკამენტები, რომლებსაც კორონავირუსის მწვავე ფაზაში იყენებენ, იწვევს შაქრის მომატებას" - როგორ გავუმკლავდეთ მედიკამენტურ ჰიპერგლიკემიას?

"მედიკამენტები, რომლებსაც კორონავირუსის მწვავე ფაზაში იყენებენ, იწვევს შაქრის მომატებას" - როგორ გავუმკლავდეთ მედიკამენტურ ჰიპერგლიკემიას?

ბოლო პერიოდში მედიით გავრცელდა მოსაზრება, თითქოს covid-19 შაქრის მომატებას იწვევს. კოვიდგადატანილმა რამდენიმე რესპოდენტმა Ambebi.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ პოსტკოვიდურ პერიოდში მათ ჰიპერგლიკემიის პრობლემა შეექმნათ.

რა შემთხვევაში იწვევს კოვიდი შაქრის მომატებას და შესაძლებელია თუ არა მისი პრევენცია დაავადების მკურნალობის პროცესში - Ambebi.ge ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას ესაუბრა:

- ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ კორონავირუსი არ აჩენს შაქრიან დაბეტს. იგი უბრალოდ ავლენს მას იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზმში არის ამ დაავადების წინასწარგანწყობა. ვირუსული ინფექციის ფონზე, ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესების გამო ყველა დაავადება მთელი სიმწვავით ვლინდება და ამას ხელს უწყობს არამხოლოდ კოვიდი, არამდენ ნებისმიერი სხვა ვირუსული ინფექცია.

- რა პროცესები მიმდინარეობს კოვიდის დროს ორგანიზმში, რაც შაქრიანი დიაბეტის გამოვლენას უწყობს ხელს?

- ამ დროს ორგანიზმში ხდება მრავალი ცვლილება, მათ შორის იწყება ენდოთელიუმის ანთებითი პროცესის განვითარება, რაც არღვევს მეტაბოლიზმს. ეს საბოლოო ჯამში ნახშირწყლოვან დარღვევას იწვევს და ვლინდება ჰიპერგლიკემია. ზოგადად, ნებისმიერი სტრესული სიტუაცია არის შაქრიანი დიაბეტის მაპროვოცირებელი. ჩვენ ბევრჯერ გაგვიგია, ნერვიულობაზე დაემართა შაქრიანი დიაბეტიო. ნერვიულობის ფონზე კი არ ემართება პაციენტს ეს დაავადება, უბრალოდ ამ დროს ხდება გამოვლინება. არსებობს ასეთი ჰორმონი კორტიზონი, რომელსაც სტრესჰორმონსაც უწოდებენ. ის სხვადასხვა ათობით მარკერებთან ერთად ვირუსული ინფექციის დროს გამომუშავდება და იწვევს ინსულინის ბლოკირებას, რის გამოც ხდება შაქრის მაღალი ციფრის გამოვლენა ორგანიზმში და შემდეგში გადაიზრდება ჰიპეგლიკემიაში.

- რაც შეეხება კოვიდით პროვოცირებულ ჰიპერგლიკემიას... რა იწვევს მას?

- ცნობილია, რომ ის მედიკამენტები, რომლებსაც დაავადების მწვავე ფაზაში იყენებენ, თავისთავად იწვევს შაქრის მომატებას. საუბარია პრედლიზოლონისა და დექსამეტაზონის ჯგუფის პრეპარატებზე. ეს სტეროიდები თავისთვად განაპირობებენ ჰიპერგლიკემიას. ამიტომ თუ ხანგრძლივად ვიყენებთ ამ მედიკამენტების დიდი ალბათობით შაქარის დონე აიწევს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ჩამოყალიბებულ ჰიპერგლიკმიასთან. ეს არის მედიკამენტოზური ჰიპერგლიკემია, რაც სტეროიდებმა განაპირობა. სანამ მიმდინარეობს მკურნალობა ამ მედიკამენტებით, მუდმივად უნდა გაკონტროლდეს შაქარი. ხშირ შემთხვევაში თერაპიის დასრულების შემდეგ ორგანიზმი თავისთავად დაარეგულირებს შაქრის ციფრებს. მაგრამ თუ პაციენტს აქვს გენეტიკური წინასწარგანწყობა და სიმსუქნე, დიდი შანსია დაავადება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დარჩეს.

- შესაძლებელია თუ არა კოვიდის პირობებში ჰიპერგლიკემიის განვითარების პრევენცია?

- როდესაც მედიკამენტურ ჰიპერგლიკემიაზე ვსაუბრობთ, აქ პრევენციული ღონისძიებების გატარება სრულიად შესაძლებელია. რაც პირველ რიგში, ჯანსაღ კვებასა და ფიზიკურ აქტივობაში გამოიხატება. ხოლო როდესაც ვითარდება ხანგრძლივი შაქრიანი დიაბეტი, მაშინ ეს პრევენციული ღონისძიებები რუტინად უნდა ვაქციოთ. გარდა იმ რეკომენდაციებისა, რაც უკვე გითხარით, პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს ნახშირწყლების მიღებისგან და მიიღოს დღის განმავლობაში 2 ლიტრამდე წყალი.

რა უნდა მისცეს უნივერსიტეტმა სტუდენტს?

"რადგან მაღალი გაქვთ ხელფასი, ყველაფრის კადრების უფლება კი არ გაქვთ? კობახიძე უფრო დასაფასებელია, ვიდრე თქვენ" - მელია იმნაიშვილს

გზის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქე, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა