ავტორი:

ხანძარი ლილოს ბაზრობაზე - ფოტოები ადგილიდან, სადაც 11 სახანძრო მუშაობს

ხანძარი ლილოს ბაზრობაზე - ფოტოები ადგილიდან, სადაც 11 სახანძრო მუშაობს

დღეს დილით ლილოს ბაზრობაზე ცეცხლი გაჩნდა. ადგილზე 11 სახანძროს მუშაობის შედეგად ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

შემთხვევის შესახებ განცხადებას და ფოტომასალას ავრცელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე შეინიშნებოდა დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

ბაზრობის მიმართულებით გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. პირველი მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ხანძარი გავრცელებული იყო რამდენიმე მაღაზიაზე. სიტუაციის შეფასების შემდეგ, ბაზრობის მიმართულებით კიდევ რამდენიმე ჯგუფი გაემგზავრა, პარალელურად დაიწყო ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები.

"არსებობდა ცეცხლის სხვა მაღაზიებზე გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და სიტუაციის გაკონტროლება. ამ დროისთვის უკვე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 11 ჯგუფი. დამწვარი არის 60 კვადრატამდე. დაშავებული არავინაა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია", - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია - ადგილზე 12 სახანძრო მუშაობდა

ქობულეთის სოფელ წყავროკასა და ცხრაფონაში ცხოველებში ცოფის ახალი შემთხვევები დადასტურდა

ბათუმში, კერძო სკოლა "ევრო 2000"-ის პედაგოგს კორონავირუსი დაუდგინდა