ავტორი:

"ეპარქიაში არის აგრესია, სიძულვილი, ის ბერები, ერთად რომ გაიზარდნენ, ერთმანეთს არ ესალმებიან" - რას ამბობენ ეპარქიაზე მარტვილისა და ჭყონდიდის ყოფილი და ახლად დანიშნული მეუფეები

"ეპარქიაში არის აგრესია, სიძულვილი, ის ბერები, ერთად რომ გაიზარდნენ, ერთმანეთს არ ესალმებიან" - რას ამბობენ ეპარქიაზე მარტვილისა და ჭყონდიდის ყოფილი და ახლად დანიშნული მეუფეები

ჭყონდიდის ეპარქიის სკანდალურობა უნდა დასრულდეს, - განაცხადა ცაგერისა და ლენტეხის მეუფე სტეფანემ ქადაგებაზე.

მისი თქმით, ეპარქიაში უნდა დაიწყოს ჩვეულებრივი ცხოვრება, განათლება და სახელმწიფოებრიობა, რაც იყო ეპარქიის მთავარი დატვირთვა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რას გულისხმობდა სკანდალურობის დასრულებაში, ამბობს, სკანდალურობა ყველასგან იყო, მაგრამ არა მეუფე გრიგოლისგან, მეტიც, მისი თქმით, ის მსხვერპლი იყო.

"დარბიხართ ყველა და პოლიტიკურ კითხვებს სვამთ და თუ გინდათ, ჭყონდიდში ჩამოდით სულიერებისთვის. სკანდალურობა ყველასგან იყო, ვიღაცას აინტერესებდა, ვიღაცამ აიტაცა და გააშუქეს, როგორც აწყობდათ. მე არ ვაპირებ, სკანდალურობის პროპაგანდას. იქ უნდა ვიყო წყნარად და მშვიდად. სკანდალურობაში მეუფე გრიგოლი არაფერ შუაშია, მეუფე მსხვერპლი იყო ამ სიტუაციისა. მას თავის ეპარქია ჰქონდა და წარმოიდგინე, ჭყონდიდიდან წალკაში, რთულია. დროებით იყო, ვიდრე ვინმე გამოიძებნებოდა", - განაცხადა მეუფე სტეფანემ.

მან ასევე განმარტა, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში მსახურების დამატება "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით ერთგვარი სასჯელი არ არის. მისი თქმით, ეს სინოდის გადაწყვეტილება იყო და ამით ჰესთან დაკავშირებით მისი დამოკიდებულება არ შეცვლილა.

მარტვილისა და ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია კი აცხადებს, რომ ეპარქიაში აგრესია და სიძულვილია. როგორც მან განაცხადა, ადგილზე ბევრმა ვერ მიიღო მღვდელმთავრად.

„აქ სამწუხაროდ, დამხვდა სიტუაცია, რომ ბევრი, ვინც ამ ეპარქიაში იყო, ვერ მიმიღო, როგორც მღვდელმთავარი, იმ დღიდან სამწუხაროა, ამ ეპარქიაში არის აგრესია, სიძულვილი. სამწუხაროა, რომ ის ბერები, მამები ერთად რომ გაიზარდნენ, ერთად მოღვაწეობდნენ, ერთად აღიკვეცენ, ერთმანეთს არ ესალმებიან. ეს აგრესია დღემდე არის. მეუფე პეტრე აქ 14 წელი მოღვაწეობდა და მე ვფიქრობ, დრო და წლები დასჭირდება, რათა ეს აგრესია განიკურნოს“, - განუცხადა გრიგოლ კაციამ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ჭყონდიდის ეპარქიას მეუფე სტეფანე უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დრომდე ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი იყო. მეუფე გრიგოლ კაცია, რომელიც მეუფე პეტრეს მღვდელმთავრობიდან გადაყენების შემდეგ, ჭყონდიდის ეპარქიაში დაინიშნა, თავის ეპარქიაში, წალკაში დაბრუნდა.

"არ გვაქვს შიში, რომ ვაქცინის დოზების ათვისება ვერ მოხდება" - "ფაიზერის" ვაქცინის 29 500 დოზა 14 ათას ადამიანზე გადანაწილდება

როგორ ირჩევდნენ სპეციალობას ადრე და როგორ ირჩევენ ახლა

გაუკეთდებათ თუ არა ვაქცინის მეორე დოზა იმ მოქალაქეებს, რომლებსაც პირველი დოზის მიღების შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდებათ?