ავტორი:

"უმრავლესობა მხარს დაუჭერს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს" - მამუკა მდინარაძე

"უმრავლესობა მხარს დაუჭერს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს" - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით,უმრავლესობა მხარს დაუჭერს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს. ამის სესახებ მამუკა მდინარაძემ დღეს უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"დღეს, უმრავლესობის სხდომაზე განვიხილეთ მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, მათ შორის, საარჩევნო რეფორმა, კულტურის კომიტეტის შექმნის ინიციატივა, საგამოძიებო კომისიის საკითხი და პარლამენტში პროკურატურის მიერ შემოტანილი შუამდგომლობა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით. ჩვენი, როგორც პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკურ ძალის ამოცანაა, უზრუნველვყოთ კანონის უზენაესობა, უპირობოდ დავიცვათ თანასწორობის პრინციპი და ჩვენი გადაწყვეტილებით არ შევაფერხოთ მართლმსაჯულების აღსრულება.

სამწუხაროდ, ნიკა მელიას, ისევე როგორც ნაციონალური მოძრაობის მიზანი არის აბსოლუტურად საპირისპირო და ისინი მიზანმიმართულ პროვოკაციას უწყობენ მართლმსაჯულების სისტემას, სახელმწიფოს და საზოგადოების ნდობას ინსტიტუტების მიმართ. ამავდროულად, მან საკუთარი თავი ასეთი ალტერნატივის წინაშე დააყენა - უწევს ან ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას, სახელმწიფოს და გადაიხადოს გირაო, ან თავადვე დაიმძიმოს აღკვეთის ღონისძიება.

ჩვენ, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხის განხილვა აღარ გადავდეთ, რათა მან წინასწარ იცოდეს გუნდის საერთო პოზიცია, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს მისთვის იმუნიტეტის მოხსნას. შესაბამისად, მას კიდევ აქვს დრო და შესაძლებლობა მიიღოს არა პროვოკაციული დღის წესრიგით ნაკარნახევი, პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ პატივი სცეს საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას და გადადგას სამართლებრივად სწორი, კანონის მოთხოვნების შესაბამისი ნაბიჯი. აქვე, საზოგადოებამ უნდა იცოდეს და ხაზგასმით აღვნიშნავთ - დღეს, ერთადერთი ადამიანი, ვისზეც ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების დამძიმება-არდამძიმების საკითხია დამოკიდებული, თავად ნიკა მელიაა და მას კიდევ რამდენიმე დღე რჩება, რომ კარგად გაიაზროს საკუთარი გადაწყვეტილება“, - აცხადებს მდინარაძე.

აქტივისტები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე მსვლელობას მართავენ - რა ხდება ამ წუთებში აქციაზე

"რას აკეთებს “ის’’, ვისაც შეთანხმების გაგონებაც არ უნდა, იღებს ჩანაწერებს, ჩეხავს, ცვლის კონტექსტს და ცდილობს ხალხის გაბრაზებას" - მამუკა მდინარაძე

გოგი წულაიამ "თავისუფალი საქართველო" დატოვა - რა გახდა პარტიიდან წასვლის მიზეზი?