ავტორი:

უგულავა "გირჩზე" - "ღრმად არასერიოზული ხალხია, ბოდვაა მათთან საუბარი"

უგულავა "გირჩზე" - "ღრმად არასერიოზული ხალხია, ბოდვაა მათთან საუბარი"

"ბოდვა და არასერიოზულია მათთან საუბარი, რასაც დღეს მათგან ვხედავთ, დეგრადაციის ნიშნებს შეიცავს", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "გირჩის" ლიდერების მხრიდან ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დატოვებას.

"ოპოზიციის შეხვედრაზე მობრძანდნენ და ისაუბრეს. ვისაც სურვილი ჰქონდა, მოუსმინა. მე არ მომისმენია, რადგან ვფიქრობ, რომ მათი განცხადებების შემდეგ არ ვთვლი, რომ მათთან რაიმე გეგმების შესახებ საუბარი შეიძლება. ღრმად არასერიოზული ხალხია. რასაც დღეს მათგან ვხედავთ, დეგრადაციის ნიშნებს შეიცავს. ბოდვა და არასერიოზულია მათთან საუბარი. წარმატებებს ვუსურვებ“, - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, “ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარე ოპოზიციის შეხვედრა “გირჩის” წევრებმა, ვახო მეგრელიშვილმა, იაგო ხვიჩიამ და სანდრო რაქვიაშვილმა დატოვეს. “გირჩის” წევრების განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მათ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი არ გასცეს.

ხვიჩიას განცხადებით, „გირჩმა“ ოპოზიციის წევრებთან შეხვედრაზე სამი საკითხი დააყენა, რაზეც პასუხები ვერ მიიღო. მისი თქმით, ამ საკითხებზე ოპოზიციონერების რეაქცია იყო „ქაოსი, დესტრუქცია და ყაყანი“. ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, კი „გირჩს“ ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა და შეკითხვებზე პასუხის ნაცვლად, სიგარეტის მოსაწევად გავიდნენ. ამის შემდეგ, პარტიის წევრებმა შეხვედრა დატოვეს.

"გირჩის სამეფოს" ახალი თავკაცი ჰყავს - "ის ჩვენთვის ფანტასტიკური შენაძენია“

საააკაშვილი "ტიკტოკზე" გააქტიურებას აპირებს, კალაძე კი ამბობს, რომ მისი პირველი გამომწერი იქნება

"პრაიდის" კვირეული მიზანშეწონილად არ მიმაჩნია - არსებობენ კონკრეტული ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება, ეს არასწორად გამოიყენონ - მერი