ავტორი:

"წარმოუდგენელი საცოდაობა ტრიალებდა..." - გუდაუთაში, სასტუმროში გაჩენილ ძლიერ ხანძარს ბავშვები ემსხვერპლნენ

"წარმოუდგენელი საცოდაობა ტრიალებდა..." - გუდაუთაში, სასტუმროში გაჩენილ ძლიერ ხანძარს ბავშვები ემსხვერპლნენ

ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთაში, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა. ინფორმაციას Sputnik ავრცელებს.

სააგენტო აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ გუდაუთაში, ოჩამჩირის ქუჩაზე მდებარე კერძო სასტუმროში ხანძრის ჩაქრობისას, ორი - 2018 და 2020 წლებში დაბადებული ბავშვის ცხედარი იპოვეს.

მათივე ინფორმაციით, მეხანძრეების ადგილზე მისვლისას ცეცხლის ალი უკვე შენობის რამდენიმე სართულზე იყო გავრცელებული. თვითმხილველის თქმით, სახლი რამდენიმე ოჯახს ჰქონდა ნაქირავები.

მომხდარი ტრაგედიის შესახებ ადგილობრივები სოციალურ ქსელში წერენ:

"როგორ აღმოჩნდნენ იქ მშობლების გარეშე, მცირეწლოვანი ბავშვები, წარმოუდგენელია. თუმცა, მაინც მგონია, რომ ისინი სხვა ოთახში იყვნენ და ბავშვებს აქეთ ეძინათ... წარმოუდგენელი საცოდაობა ტრიალებდა, ჯერ კიდევ არ ვიცით, მსხვერპლი გაიზრდება თუ არა" - წერს დიმა გინდია.

"სანამ ჩვენი სახანძრო ადგილზე მივიდა, ორ სართულზე მთლიანად იყო ცეცხლი მოდებული. ხანძარი ან უყურადღებოდ მიტოვებულმა ბავშვებმა გააჩინეს, ან გაუმართავმა ელექტროგაყვანილობამ, აქ ხომ ყველაფერი დენზეა და ისეთი რამეები ხდება... და მაინც რა უნდოდათ, ასე მცირეწლოვან ბავშვებს მარტო" - წერს ჯუსტან თარბა.

რუსი ოკუპანტები ქარელის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან სასაოფლო-სამეურნეო ტექნიკით გამოჩნდნენ (ფოტო, ვიდეო)

"მითხრა, განსაკუთრებულ ექსპერიმენტს ვატარებო" - რუსი ბლოგერი 40-დღიანი "გამაჯანსაღებელი შიმშილობის" შემდეგ აფხაზეთში გარდაცვლილი იპოვეს

"ახლა მთავარია, ადამიანებს აიძულონ, "ეს სიკეთე" მიიღონ" - როგორ შეხვდა აფხაზი მოსახლეობა რეგიონში რუსული ვაქცინის შეტანას?