ავტორი:

"ახლა მთავარია, ადამიანებს აიძულონ, "ეს სიკეთე" მიიღონ" - როგორ შეხვდა აფხაზი მოსახლეობა რეგიონში რუსული ვაქცინის შეტანას?

"ახლა მთავარია, ადამიანებს აიძულონ, "ეს სიკეთე" მიიღონ" - როგორ შეხვდა აფხაზი მოსახლეობა რეგიონში რუსული ვაქცინის შეტანას?

აფხაზეთმა რუსეთისგან sputnik V-ის პირველი პარტია მიიღო. სოხუმში წუხელ 6 500 დოზა რუსული ვაქცინა შეიტანეს, რომელიც აფხაზური მედიის ცნობით, ქალაქის სასწრაფო დახმარების ცენტრის საწყობში სპეციალური კონტეინერებით შეინახება, სადაც მას -18 გრადუსამდე ტემპერატურა სჭირდება.

პირველ რიგში აიცრება სამედიცინო პერსონალი, ე.წ. სახელმწიფო და ძალოვანი სამსახურის წარმომადგენლები. ვაქცინაცია ნებაყოფლობითი და უფასო იქნება. თუმცა, აცრების დაწყების პირველი ეტაპი ჯერ კიდევ უცნობია.

ადგილობრივი მედია წერს, რომ sputnik V მსოფლიოს 60-მდე ქვეყანაში უკვე შეიტანეს და მთლიანობაში, ამ ვაქცინით, 3 მილიარდამდე ადამიანი აიცრა...

"მის 91,6%-იან ეფექტურობაზე წერს სამედიცინო ჟურნალი The Lancet" - წერს აფხაზური მედია.

თუმცა, პიარის მიუხედავად, ადგილობირივ მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსულ ვაქცინას მაინც სკეპტიკურად შეხვდა. ნაწილს მიაჩნია, რომ რუსეთმა, თავისი პრეპარატი უბრალოდ გაასაღა.

კიდევ ერთი ნაწილის თქმით, რუსეთს ძალიან კარგი სამედიცინო მიღწევები აქვს და აუცილებად აიცრება.

"ახლა მთავარია, ადამიანებს აიძულონ "ეს სიკეთე" მიიღონ და რუსეთი და ჩვენი მზრუნველი ხელისუფლება დააფასონ..." - წერენ ისინი.

"აფხაზი ერი ვაქცინას არასდროს გაიკეთებს, ჩვენ მხოლოდ ნარკოტიკს ვაღიარებთ..." - წერს ირონიულად ერთ-ერთი ადგილობრივი ირაკლი კუტარბა.

"მოდი, ჯერ პოლიტიკოსები და მათი შვილები აიცრან, ოღონდ ამის შესახებ სანდო წყარომ მოგვაწოდოს ინფორმაცია და მერე მოვიფიქრებთ, რას ვიზამთ. ისედაც ძალიან ცოტა ექიმი გვყავს, ნუ გაწირავენ მათ... იმ შემნახველ კარადაში კიდევ, თავად ჩასხდნენ, რადგან დენი თითქმის არასდროს არის და მაინც არ გაიყინებიან" - მიაჩნია დიმა აგრბას.

"აბა დაგვიდეთ იმ 60 ქვეყნის სია, სადაც ეს ვაქცინა შეიტანეს და ადამიანებს უშველა, როგორ ვიხალისებ, აფრიკა ან ასეთი უბედური ქვეყნების ჩამონათვალში..." - წერს ინტერნეტმომხმარებელი "მირანდა სოხუმი".

"აუცილებლად ავიცრები, რა გჭირთ, ხალხო, რუსული მედიცინა ერთ-ერთი მოწინავეა ბოლოს და ბოლოს ბიოლოგიურ იარაღს აწარმოებს ეს ქვეყანა" - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი.

"მსოფლიო ექსპერტები არ აღიარებენ და ვის ვენდობით, რუსეთის ჯანდაცვას? მეორეხარისხოვანი ერი რომ ვართ, ამას უკვე შევეჩვიეთ..." - წერს გენადი საბუა.

"კადიროვცებს" უმუშავიათ, "მეფე" კმაყოფილი იქნება - უწყინარი ხუმრობის გამო, ჩეჩნეთში ორ მამაკაცს საჯარო ბოდიში მოახდევინეს

რუსი ოკუპანტები ქარელის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან სასაოფლო-სამეურნეო ტექნიკით გამოჩნდნენ (ფოტო, ვიდეო)

"მითხრა, განსაკუთრებულ ექსპერიმენტს ვატარებო" - რუსი ბლოგერი 40-დღიანი "გამაჯანსაღებელი შიმშილობის" შემდეგ აფხაზეთში გარდაცვლილი იპოვეს