ავტორი:

"ორ-სამ კვირაში სავარაუდოდ, ყველა შეზღუდვა მოიხსნება" - თენგიზ ცერცვაძე

"ორ-სამ კვირაში სავარაუდოდ, ყველა შეზღუდვა მოიხსნება" - თენგიზ ცერცვაძე

"შეზღუდვების მოხსნა დაწყებულია და სადღაც ორ-სამ კვირაში დამთავრდება, სავარაუდოდ, ყველა შეზღუდვა მოიხსნება", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ "პირველი არხის" ეთერში განაცხადა.

ცერცვაძის ცნობით, დღის წესრიგში დგას სარესტორნო ბიზნესზე შეზღუდვების შემსუბუქება.

"მე უშუალოდ არ ვარ ჩართული საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში, რომელი შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას განიხილავს, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, ყოველ კვირაში რაღაც ახალი შემსუბუქება განიხილება. ბევრი შეზღუდვა მოიხსნა, დღის წესრიგში დგას სარესტორნო ბიზნესზე შეზღუდვების შემსუბუქება განიხილება ყველაზე მტკივნეული ნაწილი - ზამთრის კურორტების სეზონის დარჩენილ ნაწილში ამოქმედება და კომენდანტის საათის მხრივ ცვლილებები.

მთავარია, რომ მოსახლეობამ არ შეუწყოს ხელი იმას, რომ ეს ძალიან დიდი მიღწევა, რომ 3%-ს ქვევით ჩამოვიდა დადებითობის მაჩვენებელი, არ დავკარგოთ, თორემ შეზღუდვების მოხსნა დაწყებულია და სადღაც ორ-სამ კვირაში დამთავრდება, სავარაუდოდ ყველა შეზღუდვა მოიხსნება. მთავარია, რომ უკან დაბრუნება არ მოგვიწიოს, ხელახლა შეზღუდვების დაწესება არ მოგვიხდეს, როგორც ეს ევროპის ბევრ ქვეყანას მოუწია. არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას, რაც ერთხელ მოგვივიდა ზაფხულში", - აცხადებს ცერცვაძე.

ერთ კვირაში გერმანიაში დასაქმებისთვის სააპლიკაციო ფორმა 87 000-მდე ადამიანმა შეავსო

"იციან რა პირობებში ცხოვრობენ? რომ თვეში 300 ევროს იხდიან საწოლში?" - რას წერს გერმანელი არქიტექტორი გერმანიაში მიგრანტების სამუშაო პირობებზე

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში?