ავტორი:

"თუ კალაძე ხვდება, რომ ქვეყანა გახლეჩისკენ მიჰყავს ღარიბაშვილს და ივანიშვილს, გამოვიდეს და თქვას" - რა განაცხადა კალაძემ და რას პასუხობს მას უგულავა?

"თუ კალაძე ხვდება, რომ ქვეყანა გახლეჩისკენ მიჰყავს ღარიბაშვილს და ივანიშვილს, გამოვიდეს და თქვას" - რა განაცხადა კალაძემ და რას პასუხობს მას უგულავა?

საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, თუნდაც კომპრომისები აუცილებელია. კომპრომისი კი ცალმხრივი ვერ იქნება, ეს უნდა იყოს ორმხრივი. დიალოგს არ აქვს ალტერნატივა არც ახლა და არც მომავალში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, შექმნილი მდგომარეობა აზიანებს არამხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ქვეყნის განვითარებასა და მომავალს.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის მოწოდებები, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ. ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრები. შესაბამისად, მათაც აქვთ სურვილი, რომ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, რაც განსაკუთრებით, ბოლო წლებში იგრძნობა, გაგრძელდეს. არის მხარდაჭერა და მოლოდინი იმისა, რომ ჩვენ როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ ერთმანეთთან საუბარი, მოლაპარაკება და პოლიტიკური დისკუსიის დაწყება მოვახერხოთ. სხვანაირად წარმოუდგენელი და შეუძლებელია. ეს ყველაფერი აზიანებს არამხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი - აზიანებს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და მომავალას. შესაბამისად, საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, თუნდაც კომპრომისები, არის აუცილებელი. კომპრომისი კი ცალმხრივი ვერ იქნება, ეს უნდა იყოს ორმხრივი. დიალოგს არ აქვს ალტერნატივა არც ახლა და არც მომავალში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სჯობს ოპოზიცია და მმართველი გუნდი ტელევიზიებით საუბრის ნაცვლად, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.

"თუ მოლაპარაკებების მაგიდასთან მმართველი გუნდი და ოპოზიციის წარმომადგენლები არ დავსხდებით, შეუძლებელია ასე დისტანციურად და ტელევიზიებით ვესაუბროთ ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ, ყველა ცივილიზებულ, განვითარებულ ქვეყანაშია პოლიტიკური კრიზისები, ამას მერე სჭირდება მაგიდასთან დაჯდომა, საუბარი. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ პოლიტიკურ პარტიებს ერთმანეთი გვიყვარდეს ან ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული გვქონდეს, მაგრამ არსებობს სახელმწიფოებრივი პრინციპები, რომელსაც პატივისცემა სჭირდება. ამ ყველაფრის მაგალითები უნდა ვიყოთ ჩვენ, პოლიტიკოსები, საზოგადოებამაც უნდა გაითვალისწინოს და ყველამ, რომ კანონი არის უზენაესი და დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. მნიშვნელოვანია, დიალოგი, ერთმანეთის პატივისცემა და ყველაფერი არის მოგვარებადი პოლიტიკური დისკუსიის დაწყებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

"თუ კალაძეს აწუხებს ის, რაც მოხდა, თქვას. თუ ის ხვდება, რომ ქვეყანა გახლეჩისა და დაპირისპირებისკენ მიჰყავს ღარიბაშვილს და ივანიშვილს, გამოვიდეს და თქვას, - ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა კახა კალაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ “პოლიტიკური დისკუსია, თუნდაც კომპრომისები, აუცილებელია”.

უგულავას თქმით, ახლა პირდაპირობის დროა.

"ვერ დავკავდები კალაძის ფსიქოანალიზით. თუ მას რამე აწუხებს, გამოვიდეს და თქვას ღიად. მიკიბ-მოკიბვის დრო არ არის. თუ კალაძეს აწუხებს ის, რაც მოხდა, თქვას. თუ ის ხვდება, რომ ქვეყანა გახლეჩისა და დაპირისპირებისკენ მიჰყავს ღარიბაშვილს და ივანიშვილს, გამოვიდეს და თქვას. მას მეტი პასუხისმგებლობა აქვს და როდესაც რიგით პოლიციელებს ვთხოვთ პასუხისმგებლობას, არჩეულ მერს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს. ასეთი ამბივალენტური საუბრები; რომლებიც იმასაც ტოვებს და ამასაც, იქითაც ვარ და აქეთაც, ქიციც ვარ და ქიცმაცურიც, ესეც მინდა და ისიც მინდა, ასეთი საუბრების დრო აღარ არის. ასეთი საუბრების ფონზე ქვეყანა მიდის სულ უკან და უკან. როცა უნდა ხოლმე ბატონ კახას, სჩვევია ხოლმე პირდაპირობა და პირდაპირობის დროა, თქვას, რაც უდევს გულში ან მოეშვას ამ მიკიბმოკიბულს”,- განაცხადა უგულავამ.

~

11 თვიანი პაუზის შემდე, საქართველო უკრაინაში ელჩს აბრუნებს

რას ამბობს გიგა ბოკერია ყოფილი თანაგუნდელების გადაწყვეტილებაზე - "არ დავმალავ... ეს მიმაჩნია სამწუხარო და მცდარ გადაწყვეტილებად"

"გიგა ბოკერია არასდროს ირხეოდა "ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა" - ოთო კახიძე