ავტორი:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი თბილისშია - როგორია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის განრიგი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი თბილისშია - როგორია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის განრიგი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაფრინდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, ევროკავშირში საქართველოს ელჩი ნატალი საბანაძე დახვდნენ.

1-ელ მარტს შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდება, რის შემდეგაც მათი ერთობლივი განცხადებები გაკეთდება პრესისთვის.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, ასევე პოლიტიკური პარტიების ლიდერებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეწვევა საოკუპაციო ხაზს, დაესწრება ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნას.

შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.

რა დაგვიბარა შარლ მიშელმა და რა გაიგეს ქართველმა პოლიტიკოსებმა? - "გზა დაულოცეს, გააცილეს და ორივე მხარემ გააგრძელა ის პოლიტიკა, რასაც ამ შეხვედრამდე ატარებდნენ“

"ირინეა ჩემი ზურგი და საიდუმლო იარაღიც" - როგორ მოხვდა ძიუდოს ნაცვლად ტანვარჯიშზე და რით მოხიბლა მომავალმა მეუღლემ ალეკო ელისაშვილი?

გახარიას კიდევ ერთმა კადრმა დატოვა თანამდებობა - ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტიდან წავიდა