ავტორი:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის 4 მთავარი გზავნილი საქართველოს - რას აცხადებს შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის 4 მთავარი გზავნილი საქართველოს - რას აცხადებს შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს სტუმრობს. მან უკვე გამართა შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სეხვედრის შემდეგ კი ვრცელი განცხადება გააკეთა. ვნახოთ შარლ მიშელის ხუთი მთავარი გზავნილი:

  • ევროკავშირს სურს დარჩეს საქართველოს გვერდით

"ჩემი დღევანდელი შეხვედრა აქ ისევე, როგორც გუშინდელი შეხვედრა მოლდოვაში და ხვალინდელი უკრაინაში, არის პარტნიორობის მესიჯი. ევროკავშირს სურს დარჩეს საქართველოს გვერდით, დაიცვას თქვენი სუვერენობა, თქვენი ტერიტორიული მთლიანობა. ვიცით, რომ რეგიონი არის ძალიან კომპლექსური. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ამბიციებს, რომ შემდეგ რეფორმები და კოვიდ 19-ის კრიზისი, რომელიც გვიტევს აქაც და მთელ მსოფლიოში, დავასტაბილუროთ.

მინდა, რომ აქ ყოფნით ვისარგებლო და კიდევ ერთხელ გამოგიცხადოთ ევროკავშირის მხრიდან მეგობრობის მესიჯი", - განაცხადა შარ მიშელმა.

  • საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი "ევროკავშირს აშფოთებს"

"როგორც თქვენ იცით, ჩემი ვიზიტი არის პოლიტიკური კრიზისის ფონზე. ეს რა თქმა უნდა, ძალიან აშფოთებს ევროკავშირსაც და მეც პირადად. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ ინტენსიურად იმუშაონ იმაზე, რომ მოხდეს სიტუაციის განეიტრალება. ოპოზიციასა და მთავრობასთან ჩემი შეხვედრის დროს პოლიტიკურ მხარეებს პასუხისმგებლიანი მოქმედებისკენ მოვუწოდებ.

დღის მეორე ნახევარში მე საშუალება მექნება შევხვდე და მქონდეს გულწრფელი და ღია საუბარი პრემიერ-მინისტრთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელებთან. ვიცი, რომ პოლიტიკური დებატები საჭიროებს აუცილებლად "ლიდერშიპს“, საჭიროებს ანგაჟირებული ყველა მხარის ჩართულობას. დარწმუნებული ვარ, საქართველოს აქვს ყველა საშუალება იმისთვის, რომ ეს გამოწვევა მიიღოს, კონსოლიდირება მოახდინოს დემოკრატიული ბაზების არა მხოლოდ იმ კავშირში, რომელიც ევროპასთან აქვს, არამედ თავისი დემოკრატიული ბაზების კონსოლიდაციაც შედგეს, რათა დაცული იყოს ადამიანის უფლებები ქვეყანაში იმისთვის, რომ საზოგადოების სურვილები განხორციელდეს, პოლიტიკური სტაბილურობა შეიქმნას, რომელიც ღია დემოკრატიით იქნება გამყარებული", - ამბობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

  • ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

"მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო ევროკავშირის მყარი დახმარება და მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიების მთლიანობასთან დაკავშირებით. დღის მეორე ნახევარში, მე მექნება საშუალება ადმინისტრაციული დემარკაციის ხაზამდე მივიდე, "სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიასთან. კიდევ ერთი შეხსენება საქართველოსთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ძირითად ღირებულებებთან დაკავშირებით გაერთიანება. ამაში შეგიძლიათ ევროკავშირის ჩართულობის იმედი გქონდეთ“, - აცხადებს მიშელი.

  • "ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ვაქცინაზე წვდომა ჰქონდეს"

"ევროკავშირი არის მთავარი დონატორი "კოვაქს პროგრამის“ და ამის წყალობით, იმედი მაქვს, რომ საქართველოში მალე იქნება ვაქცინების დისტრიბუცია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ვაქცინის დოზებზე წვდომა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციებთან ერთად“, - განაცხადა მიშელმა.

რა დაგვიბარა შარლ მიშელმა და რა გაიგეს ქართველმა პოლიტიკოსებმა? - "გზა დაულოცეს, გააცილეს და ორივე მხარემ გააგრძელა ის პოლიტიკა, რასაც ამ შეხვედრამდე ატარებდნენ“

"ირინეა ჩემი ზურგი და საიდუმლო იარაღიც" - როგორ მოხვდა ძიუდოს ნაცვლად ტანვარჯიშზე და რით მოხიბლა მომავალმა მეუღლემ ალეკო ელისაშვილი?

გახარიას კიდევ ერთმა კადრმა დატოვა თანამდებობა - ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტიდან წავიდა